ალვარო მორატა კარიერიას "გალათასარაიში" განაგრძობს

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "მილანის" ფორვარდი ალვარო მორატა სეზონის მეორე ნახევარს იჯარის წესით "გალათასარაიში" გაატარებს.

სტამბოლელები 32 წლის ესპანელ ფორვარდს სეზონის ბოლომდე ინათხოვრებენ და მათ როგორც ფეხბურთელის გამოსყიდვა, ასევე იჯარის კიდევ 1 წლით გახანგლძრივება შეეძლებათ.

საინტერესოა, რომ "როსონერიმ" გამოცდილი ფორვარდის შემცვლელთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ფეინოორდის" თავდამსხმელი სანტიაგო ხიმენესი "მილანის" ფორმას მოირგებს.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე სეზონში მორატამ ყველა ტურნირზე "მილანის" ფორმა 25 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავი 6 გოლითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მორატა და კოუტინიო იყო კიდევ არა, ასე წინ და უკან ატარეს ბიჭი ბლიად და უსახელოდ დაიკარგა ამ ბოდიალში... არადა, ძაან მაგარი ფეხბურთელი იყო! ტოპი იყო ნაღდი...
გურულო
16:33 04-02-2025
0
მორატა ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია.სად და სად არ იყო განათხოვრებული,ვერც ჩამოთვლი.არადა გასანათხოვრებელი რა სჭირდს.ნეტა ჩვენ მოგვცა მასეთი გასანათხოვრებელი ფეხბურთელი.იმედია მანდაც იჯარის წესით არ გაუშვეს.
ჯანაშია ვაგნერი
13:09 02-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული