მ/ჩ. შესარჩევი. A ჯგუფი. VI ტური: შვედებმა ფრანგები დასაჯეს, ჰოლანდიამ იბურთავა [VIDEO]

AutoSharing Option
9 ივნისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ევროპული შესარჩევი ციკლის A ჯგუფში VI ტურის შეხვედრები გაიმართა.

სტუმრად შვედეთში ანგარიშით 1:2 დამარცხდა საფრანგეთის ნაკრები. სტუმრები ილივიე ჟირუს გოლით (37-ე წუთი) იგებდნენ, მაგრამ ჯერ ჯიმი დურმაზმა (43) გაათანაბრა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე კი ოლა ტაივონენმა შვედეთს სამი ქულა მოუტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამავე ჯგუფში ჰოლანდიის ნაკრებმა ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა ლუქსემბურგს. 21-ე წუთზე ანგარიში არიენ რობენმა გახსნა, შემდეგ კი მიყოლებით უესლი სნეიდერმა (34), ჟორჟინიო ვეინალდუმმა (62) და კვინსი პრომესმა (70) იყოჩაღეს. საბოლოო ანგარიში
11-მეტრიანით ვინსენტ იანსენმა 84-ე წუთზე დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში ბელორუსის ნაკრებმა მინსკში ბულგარეთს აჯობა - 2:1.

VI ტურის შემდეგ A ჯგუფს 13-13 ქულით შვედეთი და საფრანგეთი ლიდერობენ. 10 ქულა აქვს ჰოლანდიას, ბულგარეთს - 9, ბელორუსს - 5. ჯგუფში ბოლო ადგილზე 1 ქულით ლუქსემბურგია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სან მარინომ 1:0 მოუგო უნგრეთს
წლის სენსაცია!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული