მ/ჩ 2018. VI ტური. G ჯგუფი: ერთმანეთში თუ გადაწყვეტენ [VIDEO]

AutoSharing Option
ამ ჯგუფის მთავარი ინტრიგა ჯერ კიდევ მაშინ გახდა ცნობილი, როცა წილისყრა შედგა - ესპანეთი თუ იტალია, რომელი გრანდი შეძლებს პირველ ადგილზე გასვლას, რუსეთის საგზურის მოპოვებასა და მეორესთვის გზის გამრუდებას. ამ ტურმა არც ერთ მათგანს არ მოუტანა უპირატესობა, რადგან ესპანეთმაც იმარჯვა (ცოტა გაუჭირდა) სტუმრად მაკედონიასთან - 2:1, ხოლო იტალიამ შინ ლიხტენშტაინი 5:0 გაანადგურა.

საოცარია, მაგრამ თავიდან ჯან პიერო ვენტურას გუნდს გაუჭირდა სტუმართა გატეხვა, ერთი ჩაუთვლელი გოლის შემდეგ, როგორც იქნა, ნავსი გატყდა და 35-ე წუთზე ამ მატჩში შესანიშნავად მოთამაშე ლორენცო ინსინიემ ანგარიში
დიდებული გოლით გახსნა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მანვე გამჭორლი პასით ანდრეა ბელოტი მოძებნა და "ტორინოს" ფორვარდმაც პარტნიორი არ დააღალატა. 79-ე წუთზე უკვე ბელოტი მოგვევლინა ასისტენტის როლში, გოლი კი ედერმა მიითვალა ახლო მანძილიდან. ამის შემდეგ ლიხტენშტაინელები ფედერიკო ბერნარდესკიმ და მანოლო გაბიადინიმ დაამწუხრეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯან პიერო ვენტურა (იტალია): "ვფიქრობ, პირველი ტაიმი ჩვენთვის კარგი მაგალითი იქნება მომავლისთვის. როცა ძალიან ბევრს ინდომებ, საბოლოოდ, არაფერიც არ გამოგდის. ფეხბურთი პირველ რიგში, თამაშია, მეორე ტაიმში კი ჩვენ ავთამაშდით. უკეთ ვმოძრაობდით ბურთით, ვკომბინირებდით. მეორე ტაიმში მოედანზე მეტი ფიქრი იგრძნობოდა".

ესპანელებმა თავიანთი გასაკეთებელი პირველივე ტაიმში გააკეთეს - მაკედონიელთა კარში ჯერ ინიესტას წამოწყებული კომბინაცია დაასრულა დავიდ სილვამ, შემდეგ კი ისკომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დიეგო კოშტას გაეტანა. რისტოვსკის გოლმა სიტუაცია ოდნავ დაძაბა, მაგრამ "ფურია როხამ" მიზანს მაინც მიაღწია და სამი ქულა მოიპოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სერხიო რამოსი (ესპანეთი): "ჩვენი ამოცანა ასეთი იყო - რთულ დაპირისპირებაში სამი ქულა უნდა მოგვეპოვებინა. ჩვენ ეს შევძელით. ახლა ყველას დასვენება სურს. ახლა ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით რუსეთის მუნდიალის საგზურს. წინ იტალიასთან მატჩი. დღეს მათაც მოიგეს. იტალიის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, ეს თამაში ბევრ რამეს გადაწყვეტს".
ჯგუფის კიდევ ერთ მატჩში ალბანეთის ნაკრებმა სტუმრად 3:0 სძლია ისრაელს.

იტალია-ლიხტენშტაინი 5:0
გოლები: 1:0 ინზინიე (35), 2:0 ბელოტი (52), 3:0 ედერი (74), 4:0 ბერნარდესკი (83), 5:0 გაბიადინი (90+1)
იტალია (4-4-2): ბუფონი - დარმიანი, ბარძალი, კიელინი, სპინაცოლა - კანდრევა (60. ბერნარდესკი), პელეგრინი, დე როსი, ინზინიე - ბელოტი (75. გაბიადინი), იმობილე (67. ედერი).
ლიხტენშტაინი (4-1-4-1): იელე - რეხშტაინერი, მალინი, გუბსერი, გოპელი - პოლვერინო (87. კინტანსი) - სალანოვიჩი (59. ბრანდლე), ჰესლერი, მ. ბიუხელი, ბურგმაიერი (68. ვოლფინგერი) - ფრიკი.
მაყურებელი: 25 132

მაკედონია-ესპანეთი 1:2
გოლები: 0:1 დავიდ სილვა (15), 1:1 დიეგო კოშტა (27), 1:2 რისტოვსკი (66)
მაკედონია (4-4-2): დიმიტრიევსკი - ტოსევსკი (74. ტრაიკოვსკი), ზიკოვი, მოისოვი (85. ტრიჩკოვსკი), რისტევსკი - სტეპანოვიჩი (46. ელმასი), სპიროვსკი, რისტოვსკი, ალიოსკი - პანდევი, ნესტეროვსკი.
ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - კარვახალი, რამოსი, პიკე, ალბა - ინიესტა (90. ნიგესი), ბუსკეტსი, დავიდ სილვა (69. პედრო) - ისკო, ალკანტარა (74. კოკე), დიეგო კოშტა.
მაყურებელი: 33 460

ისრაელი-ალბანეთი 0:3
გოლები: 0:1 სადიკუ (22), 0:2 სადიკუ (44), 0:3 მემუშაი (71)
ისრაელი (4-4-2): გორეში - დასა, ტიბი, ცედეკი, ტავატა - ნატხო, გოლასა (53. შეხტერი), კოენი, რეფაელოვი (57. ვერედი) - საჰარი (67. ბენაიუნი), ზაჰავი.
ალბანეთი (5-3-2): სტრაკოშა - ჰისაი, ჯიმშიტი, კუკელი (82. ვესელი), მავრაი, ალიი - ჰიკა, მემუშაი, როში (53. ლილა) - სადიკუ (70. ჩიკალეში), აბრაში.
მაყურებელი: 22 600

თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 6 5 1 0 21-3 16
2. იტალია 6 5 1 0 18-4 16
3. ალბანეთი 6 3 0 3 7-8 9
4. ისრაელი 6 3 0 3 9-12 9
5. მაკედონია 6 1 0 5 8-13 3
6. ლიხტენშტაინი 6 0 0 6 1-24 0

მომდევნო ტური
2 სექტემბერი:
ესპანეთი-იტალია, ალბანეთი-ლიხტენშტაინი, ისრაელი-მაკედონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული