მ/ჩ 2018. VI ტური. I ჯგუფი: შეგიძლიათ, პიპო დამიძახოთ

AutoSharing Option
ისლანდიის ნაკრებს ჯერ არ დაუკარგავს ის პეწი, რაც გუნდმა ევრო 2016-ზე შეიძინა - გუნდმა მორიგი სასწაული მოახდინა და ვარსკვლავებით გაძეძგილ ხორვატიის ნაკრებს მოუგო და ცხრილშიც გვერდში ამოუდგა.

"ლაუგარდალსვიოლურზე" შეხვედრის ბოლო წუთზე გილფი სიგურდსონმა კუთხური ჩააწოდა, თავით ყველას მცველმა ჰორდურ მაგნუსონმა დაასწრო და ისლანდიამ სამი ქულა მოიპოვა. ახლა ხორვატებს და ისლანდიელებს 13-13 ქულა აქვთ და მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლის მთავარი კონკურენტები არიან.

მათ კვალში 11-11 ქულით თურქები და უკრაინელები უდგანან. თურქეთის ნაკრები კოსოვოს ალბანურ ქალაქ შკოდერში ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. ხუთი გოლიდან
პირველი სამი თავურებით გავიდა. თურქებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვეს, როცა ილმაზმა და თუფანმა თავიანთი გოლები გაიტანეს, ხოლო ბერნარდ ბერიშა სიმულაციისთვის გააძევეს.

უკრაინელებმა მალტური სირცხვილი ჩამოიშორეს (რამდენიმე დღის წინათ, უკრაინა ამხანაგურ მატჩში შინ მალტასთან 0:1 დამარცხდა), ანდრეი შევჩენკოს ბიჭებმა სტუმრად 2:1 მოუგეს ფინეთის ნაკრებმა. იევჰენ კონოპლიანკამ ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში, რასაც შეცვლაზე გამოსული იოელ პოჰიანპალოს გოლი მოჰყვა. სამ წუთში გამარჯვების გოლი არტიომ ბესედინმა (ასევე შეცვლაზე შემოსული) გაიტანა.

იევჰენ კონოპლიანკა (უკრაინა): "დღეიდან შეგიძლიათ პიპო ინძაგი დამიძახოთ. მოხარული ვარ, რომ იმ პოზიციაზე აღმოვჩნდი და ნაკრებს სამი ქულის მოპოვებაში დავეხმარე".

ანდრეი იარმოლენკო (უკრაინა): "ეს იყო მძიმე გამარჯვება. ნათქვამია, რომ თამაში ყველას ავიწყდება, ხოლო შედეგი რჩება. ყველაზე მეტად ეს დღევანდელ მატჩს შეეფერება. პირველი ტაიმი საშინელი იყო, ჩვენი ნაკრები ვერ გაიგებდი, რას თამაშობდა".

ანდრეი შევჩენკო (უკრაინა): "მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს, რომ ბრძოლა ბოლომდე შეძლო. პირველ ტაიმში, თითქოს, ძალები არ გვყოფნიდა, მეორეში კი გარდავისახეთ. ჩვენი ამოცანა იყო, მომენტების მაქსიმალურად გამოყენება".

კვირა. 11 ივნისი
ფინეთი-უკრაინა 1:2
გოლები: 0:1 კონოპლიანკა (51), 1:1 პოჰიანპალო (72), 1:2 ბესედინი (75)
ფინეთი (4-4-1-1): ჰრადეცკი - არკივუო, ოიალა, მოისანდერი, რაიტალა - ლოდი (68. იანსენი), ლამი, იაგუბი, ურონენი (84. მარკანენი) - ჰამალაინენი - პუკი (68. პოჰიანპალო)
უკრაინა (4-4-1-1): პიატოვი - ბუტკო, ორდეცი, რაკიცკი, მატვიენკო - კონოპლიანკა (87. სობოლი), მალინოვსკი, სტეპანენკო, იარმოლენკო - კოვალენკო (76. შეპელევი) - სელეზნევი (65. ბესედინი)

ისლანდია-ხორვატია 1:0
გოლი: 1:0 მაგნუსონი (90)
ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი - საევარსონი, არასონი, რ. სიგურდსონი (91. ინგასონი), მაგნუსონი - გუდმუნდსონი, გურარსონი, ჰალფრედსონი, ბიარნასონი (81. გისლასონი) - გ. სიგურდსონი, ფინბოგასონი (77. ბ. სიგურდსონი)
ხორვატია (4-2-3-1): კალინიჩი - იედვაი, ლოვრენი, ვიდა, პივარიჩი - მოდრიჩი, ბადელი - პერიშიჩი, კოვაჩიჩი, მანჯუკიჩი (88. სანტინი) - კალინიჩი (63. ბროზოვიჩი)

კოსოვო-თურქეთი 1:4
გოლები: 0:1 შენი (7), 1:1 რაჰმანი (22), 1:2 უნდერი (31), 1:3 ილმაზი (61), 1:4 თუფანი (82)
კოსოვო (5-4-1): უჟკანი (52. ნურკოვიჩი) - ვოივოდა, რაჰმანი, ალუში, პნიში, ალიტი - ზენელი (53. ბ. ბერიშა), ვ. ბერიშა, კრიეზიუ, ავდიაი (74. რაშიცა) - ნუჰიუ
თურქეთი (4-3-3): ბაბაჯანი - გონული, თოფალი, სოიუნჯუ, კალდირიმი (85. კოიბაში) - თუფანი, ინანი, იოზიაკუპი (74. იაზიჩი) - უნდერი, ილმაზი, შენი (80. მორი)
გაძევება: ბ. ბერიშა (84)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 6 4 1 1 11-2 13
2. ისლანდია 6 4 1 1 9-6 13
3. თურქეთი 6 3 2 1 11-6 11
4. უკრაინა 6 3 2 1 9-5 11
5. ფინეთი 6 0 1 5 4-10 1
6. კოსოვო 6 0 1 5 3-18 1

მომდევნო ტური
2 სექტემბერი:
ფინეთი-ისლანდია, უკრაინა-თურქეთი, ხორვატია-კოსოვო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული