ურუგვაი-არგენტინის წინ: არგენტინის სუპერტრიო და სუარესის საკითხი

AutoSharing Option
ორი სამხრეთამერიკული გრანდი მუნდიალის შესარჩევ ციკლში, ხუთშაბათს გვიან ღამით (ჩვენთვის უკვე პარასკევს) მონტევიდეოში დიდ ჯახს გამართავს. როგორც ურუგვაისთვის, ისე არგენტინისთვის ამ დაპირისპირებას თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ერთი რამ ცხადზე უცხადესია - ბრაზილიას რუსეთის საგზური ჯიბეში აქვს და "სელესაოსთვის" ეს შეჯიბრება უკვე ამხანაგური ტურნირია. აი, დანარჩენი სამ-ნახევარი საგზურისთვის (მე-5 ადგილზე გასული პლეი-ოფში გადის) კი დიდი ბრძოლაა - მეორიდან მეხუთემდე სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა, ხოლო მასპინძელი ურუგვაი არგენტინას ერთი ქულით უსწრებს.

არგენტინისთვის ახალი ერა იწყება - გუნდს
პირველად გაიყვანს ხორხე სამპაოლი. ჩილეს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, რომელმაც მშობლიური გუნდის გულისთვის "სევილია" მიატოვა, "ალბისელესტე" უნდა იხსნას და გუნდი მუნდიალზე გაამგზავროს.

ურუგვაის ნაკრებში სიურპრიზია - "ბარსელონას" ფორვარდი ლუის სუარესი მუხლის ტრავმისგან იმაზე ადრე გამოჯანმრთელდა, ვიდრე ეგონათ და იგი ნაკრების სიას დაამატეს ურეტას ნაცვლად (რომელიც ისედაც დისკვალიფიცირებული იყო და გაურკვეველია, რისთვის მიიწვიეს). გუნდს არგენტინასთან ვერ დაეხმარება აბელ ერნანდესი. დიდი ალბათობით, სუარესს სასტარტო შემადგენლობაში მაინც ვერ ვიხილავთ ("ბარსას" ექიმები ამტკიცებენ, რომ იგი ისევ ტრავმირებულია) და ის გვიან გაუშვეს სამშობლოში. თუკი სუარესი მაინც მოახერხებს თამაშს, ურუგვაის ნაკრების ტაქტიკური სქემა მთლიანად შეიცვლება.

სავარაუდო შემადგენლობა: მუსლერა - პერეირა, გოდინი, ხიმენესი, სილვა - სანჩესი, ვესინო, რიოსი, როდრიგესი - კავანი, როლანი.

არგენტინის ნაკრებმა ტრავმების გამო მანუელ ლანსინი და ედუარდო სალვიო მოისაკლისა, მათ ნაცვლად კი მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დაამატეს - დებიუტანტი ემილიანო რიგონი.

როგორც ჩანს, ხორხე სამპაოლი მაურო იკარდის გაუგებარ და ცოტა უგუნურ უგულველყოფას წერტილს დაუსვამს. მეტიც, მედია ამტკიცებს, რომ სასტარტოში სწორედ "ინტერის" ფორვარდი დადგება და არა "კუნ" აგუერო. ფანებს ერთი სული აქვთ, როდის იხილავენ მესი-დიბალა-იკარდის ტრიოს საქმეში.

სავარაუდო შემადგენლობა: რომერო - მერკადო, ფასიო, ოტამენდი, პინოლა - ბილია, ბანეგა, დი მარია - მესი, იკარდი, დიბალა.

XV ტური
1-ლი სექტემბერი
ვენესუელა-კოლუმბია 01:00
ჩილე-პარაგვაი 02:30
ურუგვაი-არგენტინა 03:00
ბრაზილია-ეკვადორი 04:45
პერუ-ბოლივია 06:15

1. ბრაზილია 14 10 3 1 35:10 33
2. კოლუმბია 14 7 3 4 18:15 24
3. ურუგვაი 14 7 2 5 26:17 23
4. ჩილე 14 7 2 5 24:19 23
5. არგენტინა 14 6 4 4 15:14 22
6. ეკვადორი 14 6 2 6 23:20 20
7. პერუ 14 5 3 6 22:23 18
8. პარაგვაი 14 5 3 6 13:21 18
9. ბოლივია 14 3 1 10 12:32 10
10. ვენესუელა 14 1 3 10 17:34 6


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული