მსოფლიოს ჩემპიონატი 2018: იაპონია უკვე რუსეთშია

AutoSharing Option
რუსეთში გასამართი მუნდიალის საგზური დაიბევა იაპონიის ნაკრებმა. ტაკუმა ასანოსა და იუსუკე იდეგუჩის გოლებით ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩის გაწვრთნილმა გუნდმა შინ 2:0 მოუგო ავსტრალიას და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა.

"ეს მიღწევა ეკუთვნის მთელ იაპონელ ხალხს. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ჩვენ დავიმსახურეთ პატივი, ვიასპარეზოთ მსოფლიოს ჩემპიონატზე. მახარებს ის გარემოება, რომ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი დავაწინაურეთ.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი პროგრესი გაგრძელდება და მუნდიალზე იაპონია ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ გავახაროთ გულშემატკივრები, საამისოდ კი დიდი შრომა მოგვიწევს", - ბრძანა ჰალილჰოჯიჩმა.

აზია. IX ტური
იაპონია-ავსტრალია
2:0
ტაილანდი-ერაყი 1:2

1. იაპონია 9 6 2 1 17:6 20
2. საუდის არებეთი 9 5 1 3 16:10 16
3. ავსტრალია 9 4 4 1 14:10 16
4. ემირატები 9 4 1 4 10:12 13
5. ერაყი 9 2 2 5 10:12 8
6. ტაილანდი 9 0 2 7 5:22 2


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული