რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, სტუმრები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ყაიმს დასჯერდნენ. 83-ე წუთზე ოტამენდისთან შეჯახებისას ტრავმა მიიღო სუარესმა და მოედანი დატოვა. მან თქვა, რომ სერიოზული არაფერი არ სჭირს, მხოლოდ კუნთი დაეჭიმა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვეს. არადა, შიშობდნენ, რომ ისევ
ნამატჩევს გუნდების მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს.
ოსკარ ტაბარესი (ურუგვაის ნაკრების მწვრთნელი):"ძალიან საჭირო ქულა მოვიპოვეთ. წინ სამი შეხვედრა გველის და არგენტინას არ ვხვდებით. ამ თამაშში ბევრი საინტერესო და საკამათო ეპიზოდი იყო. ყველას ხომ თავისი მიზანი აქვს. ასეთი მეტოქეების დაპირისპირებისას უფრო ორმხრივ შეტევით თამაშს ელიან, რაც ალბათ, არ მოხდა".
ხორხე სამპაოლი (არგენტინის ნაკრების მწვრთნელი):"ძალიან რთული მატჩი იყო. მოწინააღმდეგემ კარის ყველა მისადგომი ჩაგვიკეტა. ცუდია, რომ ვერ გავიმარჯვეთ. რატომ არ შევუტიეთ ბოლოს? უკანასკნელ 15 წუთში ვეცადეთ, გოლი არ გაგვეშვა. უნდა მოვიფიქროთ, როგორ დავამარცხოთ ღრმად დაცვაში ჩამდგარი გუნდი".