სუარესს სერიოზული ტრავმა არ მიუღია, არგენტინა ფრით იმედგაცრუებულია

AutoSharing Option
როგორც ანონსირებული იყო, მონტევიდეოში ჩატარებული მუნდიალის შესარჩევი ტურნირის მატჩის დაწყებამდე ურუგვაისა და არგენტინის ნაკრებების ლიდერებმა ლუის სუარესმა და ლეო მესიმ 20 და 30-ნომრიანი მაისურები ჩაიცვეს და ციფრი 2030 გამოსახეს. ასე დაუჭირეს მათ 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთობლივად თავიანთ ქვეყნებში გამართვას მხარი.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, სტუმრები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ყაიმს დასჯერდნენ. 83-ე წუთზე ოტამენდისთან შეჯახებისას ტრავმა მიიღო სუარესმა და მოედანი დატოვა. მან თქვა, რომ სერიოზული არაფერი არ სჭირს,  მხოლოდ კუნთი დაეჭიმა და  მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვეს. არადა, შიშობდნენ, რომ ისევ
მუხლი დაუზიანდა.

ნამატჩევს გუნდების მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს.

ოსკარ ტაბარესი (ურუგვაის ნაკრების მწვრთნელი):"ძალიან საჭირო ქულა მოვიპოვეთ. წინ სამი შეხვედრა გველის და არგენტინას არ ვხვდებით. ამ თამაშში ბევრი საინტერესო და საკამათო ეპიზოდი იყო. ყველას ხომ თავისი მიზანი აქვს. ასეთი მეტოქეების დაპირისპირებისას უფრო ორმხრივ შეტევით თამაშს ელიან, რაც ალბათ, არ მოხდა".

ხორხე სამპაოლი (არგენტინის ნაკრების მწვრთნელი):"ძალიან რთული მატჩი იყო. მოწინააღმდეგემ კარის ყველა მისადგომი ჩაგვიკეტა. ცუდია, რომ ვერ გავიმარჯვეთ. რატომ არ შევუტიეთ ბოლოს?  უკანასკნელ 15 წუთში ვეცადეთ, გოლი არ გაგვეშვა. უნდა მოვიფიქროთ, როგორ დავამარცხოთ ღრმად დაცვაში ჩამდგარი გუნდი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული