მორატას აზრით, კიელინისთან დუელის მოგება იგივეა, გორილას გალიაში საჭმელი რომ წაართვა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე იტალიასთან შეხვედრის წინ ესპანეთის ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა ალვარო მორატამ  ყოფილ თანაგუნდელთან, ტურინის "იუვენტუსის" მცველთან ჯორჯო კიელინისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა:

"ვისთან მექნება უფრო მეტი პრობლემა "სკუადრა აძურასთან" თამაშისას? კიელინისთან. მასთან საჯარიმოში ბურთისათვის ბრძოლა იგივეა გორილასთან გალიაში რომ მოხვდე და საჭმლის წართმევა სცადო.

მგონი, მის მიერ კონტროლირებადი ზონიდან მხოლოდ რამოდენიმეჯერ მოვახერხე გოლის გატანა. მასთან დუელის მოგება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ჯანლუიჯი ბუფონი? უბრალოდ უცხოპლანეტელია. ის და იკერ კასილიასი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები არიან. ჯიჯი თითქმის ყველა ბურთს ეუფლება. მართალია, ძველებურად სწრაფი არაა,
მაგრამ პირისპირ გასულ ფორვარდს შეუძლია გოლი არ გაატანინოს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული