უელსს გამარჯვება 17 წლის ბიჭმა მოუპოვა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე უელსმა დიდი გაჭირვებით 1:0 დაამარცხა კარდიფში ავსტრია. სტუმრებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს ვალიელებს და ქულასაც წაიღებდნენ სახლში, რომ არა 17 წლის დებიუტანტი თავდამსხმელი ბენ ვუდბერნი, რომელიც 69-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 74-ეზე საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.

ვუდბერნი "ლივერპულის" დუბლებში თამაშობს, თუმცა შარშან პრემიერლიგის 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. უელსის ნაკრების მწვრთნელმა კრის კოულმენმა განაცხადა, რომ ბენის მიწვევისას "წითლების" მენეჯერისთვის იურგენ კლოპ
ისთვის აზრი არ უკითხავს, რადგან კლუბი კლოპის საქმეა, ეროვნული გუნდი კი მისი და ვინც ჭირდებოდა, ის გამოიძახა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული