გმირმა ლუქსემბურგელებმა ფრანგებთან ისტორიულ ყაიმს მიაღწიეს

AutoSharing Option
ბოლოს საფრანგეთის ნაკრებმა ლუქსემბურგის დამარცხება 2014 წლის თებერვალში ვერ მოახერხა, მაშინ 4:5 წააგო, მას შემდეგ თექვსმეტიდან თექვსმეტივე მატჩი მოუგო და წუხელ მუნდიალის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ფრეს დასჯერდა, თანაც სახლში, ტულუზაში.

ბუნებრივია, საფრანგეთი დიდ უპირატესობას ფლობდა (ბურთის ფლობა 75/25-ზე იყო), მაგრამ კარში ჩინებულად იდგა ჯონათან ჟუბერი. სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ლიუკ ჰოლცმა მიღწეულ შედეგს ისტორიული უწოდა და თქვა, ცოტა რომ გაგვმართლებოდა, შეიძლება გაგვემარჯვა კიდეცო.

გალთა ეროვნული გუნდის დამრიგებელმა დიდიე დეშამმა კი დაიჩივლა, სამი დღის წინ ჰოლანდიასთან უფრო ნაკლები მომენტი გვქონდა, ოთხი გოლი გავიტანეთ,
ამჯერად კი ეს ვერ მოვახერხეთ, რადგან მეტოქე გმირულად იცავდა თავსო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტოტალიზატორები, აი ესაა ფაქტი.
კოტე
11:42 04-09-2017
1
ნუ არცხვენთ საიტს ამ უაზრო სტატიებით, რა 2014 წლის თებერვალი? რისი თქმა გინდათ საფრანგეთი ლუქსემბურგს 3 წელიწადში 16 ჯერ შეხვდა?
Giorgi
10:25 04-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული