მუნდიალი 2018: ფავორიტთა დომინაციით [VIDEO]

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრები, რომელმაც ნორვეგია გაანადგურა, მუნდიალზე ოფიციალურად გავიდოდა, ჩრდილოირლანდიელებს ერთხელაც რომ არ გაეკვირვებინათ საფეხბურთო სამყარო და შინ უშანსოდ არ მოეგოთ ჩეხეთისთვის. გერმანელებმა კი მართლაც განსაკუთრებული გალაწარმოდგენა დადგეს ნორვეგიასთან შტუტგარტულ მატჩში.

დანიის ნაკრებმა სომხეთში სატურნირო თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ჩვემა მეზობლებმა მატჩი ყოჩაღად დაიწყეს და კორიანის გოლით დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა შემდეგ დანიელთა კლასმა იძალა. განსაკუთრებით კრიტიან ერიქსენის მიერ გატანილი ჯარიმა უნდა აღინიშნოს. ასევე უნდა გამოვარჩიოთ "ვერდერის" შემტევ თომას დელენის ჰეთ თრიკი.

ჩერნოგორიამ უპრინციპულესი ჯახი მოუგო რუმინეთს. გამოირჩა "მონაკოს" ვარსკვლავი სტევან
იოვეტიჩი. პოლონეთმა კი არად ჩააგდო არჩათვლილი გოლები და მაინც მოსრა ყაზახეთი, რითიც ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნა.

F ჯგუფის ლიდერთა მატჩში ინგლისმა 3 ქულა გამოჰგლიჯა სლოვაკეთს. შეხვედრა სენსაციურად, სლოვაკთა გოლით დაიწყო. ინგლისი ბოლომდე ვერ იყო თამაშის იშტაზე, თუმცა თავი გამოიდო მარკუს რაშფორდმა. ახალგაზრდა მანჩესტერელმა კუთხურიდან ჯერ დაიერს გაატანინა, მერე კი თავად შეაგდო ეშმაკური დარტყმით.

C ჯგუფი
აზერბაიჯანი-სან მარინო 5:1
გოლები: 1:0 ისმაილოვი (20), 2:0 აბდულაევი (25), 3:0 ისმაილოვი (57), 4:0 ჩევოლი (71-საკ. კარში), 4:1 პალაცი (73), 5:1 სადიგოვი (81)


გერმანია-ნორვეგია 6:0
გოლები: 1:0 იოზილი (10), 2:0 დრაქსლერი (17), 3:0 ვერნერი (21), 4:0 ვერნერი (40), 5:0 გორეცკა (50), 6:0 გომესი (79)
გერმანია (4-2-3-1): ტერ შტეგენი - კიმიხი, რიუდიგერი, ჰუმელსი, ჰექტორი - კროოსი, რუდი (61. ხედირა) - მიულერი (46. გორეცკა), იოზილი, დრაქსლერი - ვერნერი (66. გომესი)


ჩრ. ირლანდია-ჩეხეთი 2:0
გოლები: 1:0 ევანსი (28), 2:0 ბრანტი (41)


თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 8 8 0 0 25-2 24
2. ჩრ. ირლანდია 8 6 1 1 16-2 19
3. აზერბაიჯანი 8 3 1 4 8-12 10
4. ჩეხეთი 8 2 3 3 10-9 9
5. ნორვეგია 8 2 1 5 8-16 7
6. სან მარინო 8 0 0 8 2-38 0

მომდევნო ტური
5 ოქტომბერი
აზერბაიჯანი-ჩეხეთი
სან მარინო-ნორვეგია
ჩრ. ირლანდია-გერმანია

E ჯგუფი
სომხეთი-დანია 1:4
გოლები: 1:0 კორიანი (6), 1:1 დელენი (16), 1:2 ერიქსენი (29), 1:3 დელენი (81), 1:4 დელენი (90)


პოლონეთი-ყაზახეთი 3:0
გოლები: 1:0 მილიკი (11), 2:0 გლიკი (74), 3:0 ლევანდოვსკი (86-პენ)
პოლონეთი (4-4-2): ფაბიანსკი - პიშჩეკი, გლიკი, პაზდანი, რიბუსი - მაკუზავსკი (65. ბლაშჩიკოვსკი), მაჩინსკი (89. ბედნარეკი), ზელინსკი, გროსიცკი (90. ტეოდორჩიკი) - მილიკი, ლევანდოვსკი


ჩერნოგორია-რუმინეთი 1:0
გოლი: იოვეტიჩი (75)


თ მ ფ წ ბ ქ
1. პოლონეთი 8 6 1 1 18-11 19
2. დანია 8 5 1 2 18-7 16
3. ჩერნოგორია 8 5 1 2 18-7 16
4. რუმინეთი 8 2 3 3 8-8 9
5. სომხეთი 8 2 0 6 8-19 6
6. ყაზახეთი 8 0 2 6 4-22 2

მომდევნო ტური
5 ოქტომბერი
სომხეთი-პოლონეთი
რუმინეთი-ყაზახეთი
ჩერნოგორია-დანია

F ჯგუფი
შოტლანდია-მალტა 2:0
გოლები: 1:0 ბერა (9), 2:0 გრიფიტსი (49)


სლოვენია-ლიტვა 4:0
გოლები: 1:0 ილიჩიჩი (25-პენ), 2:0 ილიჩიჩი (61-პენ), 3:0 ვერბიჩი (82), 4:0 ბირსა (90)


ინგლისი-სლოვაკეთი 2:1
გოლები: 0:1 ლობოტკა (3), 1:1 დაიერი (37), 2:1 რაშფორდი (57)
ინგლისი (4-2-3-1): ჰარტი - უოლკერი, კეჰილი, ჯოუნსი, ბერტრანდი - დაიერი, ჰენდერსონი - რაშფორდი (84. უელბეკი), ალი (90. ლივერმორი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (83. სტერლინგი) - კეინი


თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 8 6 2 0 16-3 20
2. სლოვაკეთი 8 5 0 3 14-6 15
3. სლოვენია 8 4 2 2 10-4 14
4. შოტლანდია 8 4 2 2 14-10 14
5. ლიტვა 8 1 2 5 6-18 5
6. მალტა 8 0 0 8 2-21 0

მომდევნო ტური
5 ოქტომბერი
მალტა-ლიტვა
ინგლისი-სლოვენია
შოტლანდია-სლოვაკეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული