არგენტინის ნაკრებმა პარაგვაისთან ვერ იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პარაგვაის უმასპინძლა. 

მატჩი 1:1 დასრულდა. 

მატჩის დებიუტშივე სტუმართა რიგებიდან რომერომ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა.

"ალბისელესტეს" ბანაკიდან ბურთი "შტუტგარდის" შემტევმა ნიკოლას გონსალესმა გაიტანა. ანგარიში 41-ე წუთზე გათანაბრდა და ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. 

3 ტურის შემდეგ არგენტინის ნაკრები 7 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო პარაგვაი - 5 ქულით მეოთხეზე.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ნაკრები თავის მატჩს ხვალ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში "ალბისელესტეს" პირველ ადგილს წაართმევს. 

რაც შეეხება არგენტინას, მომდევნო მატჩს 18 ნოემბერს, პერუს წინააღმდეგ ჩაატარებს,
ხოლო პარაგვაი ამავე დღეს ბოლივიას უმასპინძლებს.

altარგენტინამ მოიგო, ურუგვაიმ წააგო[VIDEO]





მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინმემ გამაგებინეთ, ლეოს რატომ არ ჩაუთვალეს გოლი? თუ მანამდე ჯარიმა იყო, რატომ არ დააჯარიმა მსაჯმა ფეხბურთელი? და გააგრძელებინა არგენტინელებს თამაშის უფლება. მომკალით და მსაჯის და ვარის, ამ არა ლოგიკურ გადაწყვეტილებას ვერ ჩავწვდი.
????
22:41 13-11-2020
0

სიახლეები პოპულარული