მუნდიალი 2018. შესარჩევი. ევროპა: ჰოლანდიის ბოლო შანსი

AutoSharing Option
მასპინძელი რუსეთისა და ბელგიის გარდა, მუნდიალის საგზური ევროპიდან ჯერ არავის მოუპოვებია, თუმცა დღეიდან ბოლოსწინა ტური იწყება და ბევრი რამაც გაირკვევა. ვნახოთ, ვინ შეუერთდება რუსეთსა და ბელგიას უახლოეს დღეებში...

შეგახსენებთ, რომ 9 საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებულები ავტომატურად მიიღებენ მუნდიალის საგზურს, 8 საუკეთესო მეორეადგილოსანი კი პლეი-ოფში იბრძოლებს დარჩენილი 4 საგზურისთვის.

რომელმა გუნდმა მოიპოვა საგზური?

2 - რუსეთმა (მასპინძელი) და ბელგიამ.

რომელ გუნდებს შეუძლიათ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა?
24 - ბულგარეთს, ხორვატიას, დანიას, ინგლისს, საფრანგეთს, გერმანიას, ისლანდიას, ირლანდიას, იტალიას, ჩერნოგორიას, ჰოლანდიას, ჩრდილო ირლანდიას, პოლონეთს,
პორტუგალიას, შოტლანდიას, სერბეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ესპანეთს, შვედეთს, შვეიცარიას, თურქეთს, უკრაინასა და უელსს.

რომელმა ქვეყნებმა გაინაღდეს მინიმუმ პლეი-ოფი?
4 - გერმანიამ, პორტუგალიამ, ესპანეთმა და შვეიცარიამ.

რომელ გუნდებს შეუძლიათ მხოლოდ პლეი-ოფის საგზურის მოპოვება?
6 - ალბანეთს, ავსტრიას, ბოსნიას, კვიპროსს, ესტონეთსა და საბერძნეთს.

რომელი ქვეყნები ჩამოსცილდნენ საგზურებისთვის ბრძოლას?
23 - ანდორა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ჩეხეთი, ფარერები, ფინეთი, მაკედონია, საქართველო, გიბრალტარი, უნგრეთი, ისრაელი, ყაზახეთი, კოსოვო, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, ნორვეგია, რუმინეთი და სან მარინო.

A ჯგუფი

ბოლო შანსი
ჰოლანდიის ნაკრებს ბოლო შანსი აქვს, რათა მოხვდეს მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში. დიკ ადვოკაატის გუნდის შანსებზე საუბარს არ გავაგრძელებთ. უბრალოდ, დავწერთ, რომ "ნარინჯისფერებმა" ბელორუსს გასვლაზე აუცილებლად უნდა მოუგონ.

ჰოლანდია სახეშეცვლილი შემადგენლობით ითამაშებს. ნაკრებში არ არიან დე ვრეი, მარტინს ინდი, უესლი სნეიდერი, კლაას-იან ჰუნტელაარი... რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება ბელორუსსაც, მათ შორის - ფილიპენკო და ბრესანი.

დიდიე დეშამის საფრანგეთს კი თითქმის ყველა ლიდერი ჯანზე ჰყავს ბულგარეთთან არცთუ იოლი გასვლითი შეხვედრის წინ. მთავარი დანაკლისი პოლ პოგბას არყოფნაა.

ბულგარელებს კი ორი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე აკლიათ - კაპიტანი სვეტოსლავ ანგელოვი და ფორვარდი დიმიტარ რანგელოვი. ვერ ითამაშებს ალექსანდრ ტონევიც.

შვედეთმა ყოველ მიზეზგარეშე უნდა მოუგოს ლუქსემბურგს, ოღონდ არც ის სიურპრიზი უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც "ჯუჯებმა" საფრანგეთთან გასვლით შეხვედრაში (0:0) შემოგვთავაზეს.

7 ოქტომბერი
შვედეთი-ლუქსემბურგი 20:00
ბულგარეთი-საფრანგეთი 22:45
ბელორუსი-ჰოლანდია 22:45
10 ოქტომბერი
საფრანგეთი-ბელორუსი 22:45
ლუქსემბურგი-ბულგარეთი 22:45
ჰოლანდია-შვედეთი 22:45

* საფრანგეთი ჯგუფს მოიგებს, თუ ბულგარეთს დაამარცხებს და შვედეთი თავის მატჩს დათმობს.
* თუ სულ მცირე, შვედეთის შედეგს არ გაიმეორებს, ჰოლანდია გავარდნილია.

1. საფრანგეთი 8 5 2 1 15:5 17
2. შვედეთი 8 5 1 2 18:7 16
3. ჰოლანდია 8 4 1 3 16:11 13
4. ბულგარეთი 8 4 0 4 13:17 12
5. ლუქსემბურგი 8 1 2 5 7:17 5
6. ბელარუსი 8 1 2 5 4:16 5


B ჯგუფი

ითამაშებს რონალდო?
კრიშტიანო რონალდო კაპიტნის რანგში ჩავა ანდორაში, თუმცა საკითხავია, ითამაშებს თუ არა ის იმ მატჩში, რომლის ბედიც იმთავითვე გადაწყვეტილია.

ანდორამ ერთადერთი მიზნით უნდა ითამაშოს - რაც შეიძლება ნაკლები ბურთი გაუშვას ფავორიტისგან, რომელსაც, თავის მხრივ, საკუთარი სატურნირო ამოცანები აქვს გადასაჭრელი.

უნგრეთის ნაკრები ტრავმირებული ადამ შალაის გარეშე ეწვევა შვეიცარიას. "მადიარებს" ამ წყვილში ფავორიტებად ნამდვილად ვერ შევრაცხავთ, მით უმეტეს, მიმდინარე შესარჩევ ციკლში შვეიცარიის ნაკრები, უბრალოდ, "დაფრინავს".

7 ოქტომბერი
ფარერები-ლატვია 20:00
შვეიცარია-უნგრეთი 22:45
ანდორა-პორტუგალია 22:45
10 ოქტომბერი
ლატვია-ანდორა 22:45
უნგრეთი-ფარერები 22:45
პორტუგალია-შვეიცარია 22:45

* შვეიცარიას და პორტუგალიას პლეი-ოფი გარანტირებული აქვთ. აქ გადამწყვეტი ბოლო ტურის მატჩი იქნება 10 ოქტომბერს, პორტუგალიაში.

1. შვეიცარია 8 8 0 0 18:3 24
2. პორტუგალია 8 7 0 1 28:4 21
3. უნგრეთი 8 3 1 4 11:9 10
4. ფარერები 8 2 2 4 4:15 8
5. ანდორა 8 1 1 6 2:17 4
6. ლატვია 8 1 0 7 3:18 3

C ჯგუფი

გერმანია ტრავმებით
გერმანიის ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიაში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ითამაშებს. დაშავებულია მეკარე მანუელ ნოიერი. ასევე ტრავმები აწუხებთ სამი ხედირას, მესუთ იოზილსა და ტიმო ვერნერს.

დანაკლისი ჩრდილოირლანდიელებსაც აქვთ. დაშავებულები არიან ბერდი და კეტკარტი. რა თქმა უნდა, ამ წყვილში გერმანელთა შანსები გაცილებით მაღალია.

აზერბაიჯანის ნაკრებს ჩეხებთან შეხვედრაში რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება. ჩეხეთის ნაკრები განახლების გზაზე დგას. ამ გუნდის შემადგენლობაში ვერ ითამაშებენ კაპიტანი სივოკი, გაბრე სელასიე და კრეიჩი.

5 ოქტომბერი
აზერბაიჯანი-ჩეხეთი 20:00
სან მარინო-ნორვეგია 22:45
ჩრ. ირლანდია-გერმანია 22:45
8 ოქტომბერი
ჩეხეთი-სან მარინო 22:45
გერმანია-აზერბაიჯანი 22:45
ნორვეგია-ჩრ. ირლანდია 22:45

* გერმანიამ პლეი-ოფი გაინაღდა 8-დან 8 მოგების წყალობით. ჩრდილო ირლანდიის ნაკრებმაც გაინაღდა ტოპ-ორეულში მოხვედრა, მაგრამ პლეი-ოფი ჯერ არა. ეს ორი გუნდი ბელფასტში დაუპირისპირდება ერთმანეთს. ქულა მსოფლიოს ჩემპიონს მუნდიალზე ოფიციალურად გაიყვანს.

1. გერმანია 8 8 0 0 35:2 24
2. ჩრდილოეთ ირლანდია 8 6 1 1 16:2 19
3. აზერბაიჯანი 8 3 1 4 8:12 10
4. ჩეხეთი 8 2 3 3 10:9 9
5. ნორვეგია 8 2 1 5 8:16 7
6. სან მარინო 8 0 0 8 2:38 0

E ჯგუფი

ომი ჩერნოგორიაში
დიდი ბრძოლა იქნება ჩერნოგორიაში. მასპინძლებს ტრავმის გამო არ ეყოლებათ ცენტრალური მცველი ბაშა, ვინც გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს. რაც შეეხება გამოცდილ მირკო ვუჩინიჩს, ის უკლუბოდაა და, შესაბამისად, ნაკრებშიც აღარ არის. დანიელებს ერთადერთი დანაკლისი აქვთ ვასის სახით.

პოლონეთის ნაკრები 3 ქულისთვის ჩამოდის ჩვენს სამეზობლოში და შემადგენლობაც თითქმის ოპტიმალური ჰყავს. არ იქნება მხოლოდ ტრავმირებული არკადიუშ მილიკი. სომხეთის ნაკრებს კი რამდენიმე ფეხბურთელი აკლია, მათ შორის - არაზ ოზბილისი.

რუმინეთი საშინაო ასპარეზზე ბოგდან სტანჩუს გარეშე შეეცდება ჯგუფის აუტსაიდერის, ყაზახეთის ნაკრების ძლევას.

5 ოქტომბერი
სომხეთი-პოლონეთი 20:00
რუმინეთი-ყაზახეთი 22:45
ჩერნოგორია-დანია 22:45
8 ოქტომბერი
ყაზახეთი-სომხეთი 20:00
პოლონეთი-ჩერნოგორია 20:00
დანია-რუმინეთი 20:00

* პოლონეთი ქულის შემთხვევაში ტოპ-ორეულს ინაღდებს. პოლონეთს შეუძლია ჯგუფის მოგებაც, თუკი ერევანში გაიმარჯვებს და დანია ჩერნოგორიაში ფრეს ითამაშებს.

1. პოლონეთი 8 6 1 1 18:11 19
2. ჩერნოგორია 8 5 1 2 18:7 16
3. დანია 8 5 1 2 18:7 16
4. რუმინეთი 8 2 3 3 8:8 9
5. სომხეთი 8 2 0 6 8:19 6
6. ყაზახეთი 8 0 2 6 4:22 2

F ჯგუფი

სწორება შოტლანდიაზე
ინგლისის ნაკრები ფავორიტის რანგში დაუხვდება სლოვენიას. "სამი ლომის" შემადგენლობაში ვერ ვნახავთ თეო უოლკოტს. რაც შეეხება სლოვენიას, ის თითქმის ოპტიმალური შემადგენლობითაა.

შოტლანდიასა და სლოვაკეთს შორის დიდი ბრძოლა იქნება. სქოთებს დააკლდებიან ბრაუნი და ნეისმიტი. დანაკლისია სლოვაკეთის ნაკრების შემადგენლობაშიც. ვერ ითამაშებენ ტრავმირებულები - სვენტო, სალატა და დურიში.

5 ოქტომბერი
მალტა-ლიტვა 22:45
ინგლისი-სლოვენია 22:45
შოტლანდია-სლოვაკეთი 22:45
8 ოქტომბერი
სლოვაკეთი-მალტა 20:00
ლიტვა-ინგლისი 20:00
სლოვენია-შოტლანდია 20:00

* ინგლისი გასულია, თუ იმარჯვებს სლოვენიასთან საშინაო შეხვედრაში ან თუ ფრეს ითამაშებს და ვერ მოიგებს სლოვაკეთი. ორეულს გუნდი ქულითაც გაინაღდებს, შესაძლოა, ესეც კი არ დასჭირდეს.
* სლოვაკეთი მეორე ადგილს გაინაღდებს, თუკი შოტლანდიას დაამარცხებს და სლოვენია ინგლისში წააგებს.
პარასკევის მატჩები

1. ინგლისი 8 6 2 0 16:3 20
2. სლოვაკეთი 8 5 0 3 14:6 15
3. სლოვენია 8 4 2 2 10:4 14
4. შოტლანდია 8 4 2 2 14:10 14
5. ლიტვა 8 1 2 5 6:18 5
6. მალტა 8 0 0 8 2:21 0

G ჯგუფი

ფსიქოლოგიური წნეხის ფონზე
იტალიის ნაკრებს მაკედონიელებთან შეხვედრაში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ ეყოლებათ. ვერ ითამაშებენ ვერატი, მარკიზიო, პელეგრინი და ბელოტი. "სკუადრა აძურას" მწვრთნელმა ჯან პიერო ვენტურამ მათი შემცვლელები კი შეიგულა, მაგრამ ვნახოთ, როგორ გაართმევენ ისინი თავს ამ ამოცანას. სტუმრებს ერთადერთი სერიოზული დანაკლისი აქვთ შიკოვის სახით.

ესპანეთის ნაკრების გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების თაობაზე ყველამ ვიცით და ამაზე ბევრს აღარ დავწერთ. ტრავმა აწუხებს ამ დროისთვის "ფურია როხას" მთავარ ფორვარდ ალვარო მორატას. ალბანელებს კი აბრაში დააკლდებათ. საინტერესოა, როგორ ითამაშებენ ესპანეთის ნაკრების კატალონიელი წევრები ბოლოდროინდელი ფსიქოლოგიური წნეხის ფონზე.

6 ოქტომბერი
იტალია-მაკედონია 22:45
ლიხტენშტაინი-ისრაელი 22:45
ესპანეთი-ალბანეთი 22:45
9 ოქტომბერი
მაკედონია-ლიხტენშტაინი 22:45
ალბანეთი-იტალია 22:45
ისრაელი-ესპანეთი 22:45

* ესპანეთი გასულია, თუკი იტალიაზე უკეთეს შედეგს აჩვენებს. იტალიის ნაკრები ფრით ორეულს გაინაღდებს.

1. ესპანეთი 8 7 1 0 32:3 22
2. იტალია 8 6 1 1 19:7 19
3. ალბანეთი 8 4 1 3 10:9 13
4. ისრაელი 8 3 0 5 9:14 9
5. მაკედონია 8 2 1 5 10:14 7
6. ლიხტენშტაინი 8 0 0 8 1:34 0

H ჯგუფი

დაეხმარება ლუკაკუ ბელგიას?
ბოსნიის ნაკრების პოტენციალი, წესით, მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს, რადგან მასპინძელთა რიგებში მირალემ პიანიჩი ვერ ითამაშებს. ბელგიელთა შემადგენლობაში ვერ ვიხილავთ ტრავმირებულ ბენტეკესაც. უკვე ვწერდით, რომ საეჭვოა რომელუ ლუკაკუს მინდორზე გასვლაც. ის ჯერაც ინდივიდუალური გრაფიკით ვარჯიშობს.

საბერძნეთის ნაკრები მოძმე კვიპროსთან თითქმის ყველა უძლიერეს ფეხბურთელს დაეყრდნობა. გამონაკლისია მხოლოდ კარელისი, ვინც დაშავებულია. კვიპროსელებმა კი, შესაძლოა, ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშონ.

7 ოქტომბერი
ბოსნია-ბელგია 20:00
გიბრალტარი-ესტონეთი 20:00
კვიპროსი-საბერძნეთი 22:45
10 ოქტომბერი
ბელგია-კვიპროსი 22:45
ესტონეთი-ბოსნია 22:45
საბერძნეთი-გიბრალტარი 22:45

* ბელგიამ უკვე მოიპოვა საგზური და აქ ბრძოლა მხოლოდ პლეი-ოფისთვის მიმდინარეობს.
* ბოსნია მეორე ადგილს გაინაღდებს გამარჯვებით, თუკი საბერძნეთი დამარცხდება.

1. ბელგია 8 7 1 0 35:3 22
2. ბოსნია 8 4 2 2 19:8 14
3. საბერძნეთი 8 3 4 1 11:5 13
4. კვიპროსი 8 3 1 4 8:12 10
5. ესტონეთი 8 2 2 4 6:17 8
6. გიბრალტარი 8 0 0 8 3:37 0

I ჯგუფი

თურქეთში დანდობა არ იქნება
თურქეთში გასამართავი მატჩი ერთ-ერთი ცენტრალურია. გარკვეული პრობლემების მიუხედავად, ფავორიტებად მაინც მასპინძლები უნდა მივიჩნიოთ. ისლანდიის ნაკრებს აკლია ბიარნასონი. ეს გამოცდილი ფეხბურთელი სტუმრებისთვის პატარა დანაკლისი არ არის.
ხორვატიის ნაკრები ფინეთს განახევრებული შემადგენლობით დაუხვდება, მაგრამ მაინც უნდა მოიგოს. თავად განსაჯეთ - ბალკანელებს დააკლდებიან ლოვრენი, იედვაი, კოვაჩიჩი, კალინიჩი და პიაცა. რაც შეეხებათ ფინელებს, ისინი ჰალსტის, ურონენისა და რაიტალას გარეშე ითამაშებენ.

წესითა და რიგით, უკრაინის ნაკრებმა გასვლაზე უნდა მოუგოს კოსოვოს, თუმცა ევროპული საფეხბურთო ოჯახის ახალ წევრებს კარგი შემადგენლობა ჰყავთ. ეგ არის, რომ მათ ჯერ კიდევ დრო სჭირდებათ ამგვარ ტურნირებში ადაპტაციისთვის. უკრაინისთვის კი უკან დასახევი გზა მოჭრილია.

6 ოქტომბერი
ხორვატია-ფინეთი 22:45
თურქეთი-ისლანდია 22:45
კოსოვო-უკრაინა 22:45
9 ოქტომბერი
ფინეთი-თურქეთი 22:45
უკრაინა-ხორვატია 22:45
ისლანდია-კოსოვო 22:45

* თუ თურქეთი და უკრაინა წააგებენ, ორივე გუნდი გავარდება. ეს სცენარი ხორვატიასა და ისლანდიას აწყობთ.
შაბათის მატჩები

1. ხორვატია 8 5 1 2 12:3 16
2. ისლანდია 8 5 1 2 11:7 16
3. თურქეთი 8 4 2 2 12:8 14
4. უკრაინა 8 4 2 2 11:7 14
5. ფინეთი 8 2 1 5 6:10 7
6. კოსოვო 8 0 1 7 3:20 1


* ჯგუფების 9 გამარჯვებული გადის მსოფლიოს ჩემპიონატზე
* რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი-ოფში დაწყვილდება და კიდევ ოთხ საგზურს გაითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული