კრის კოულმენი: ვლადიმირ ვაისს დიდ პატივს ვცემ

AutoSharing Option
უელსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა დღეს, 6 ოქტომბერს, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია "დინამო არენაზე" გამართა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა უელსის ნაკრები მიიღო და 0:1 დამარცხდა.

- მახსოვს საქართველოს ნაკრების წინა თამაშები, განსაკუთრებით სერბეთთან, როცა შანსი ჰქონდათ მეორე გოლის გატანის. ძლიერი ნაკრებია, კარგი მწვრთნელი ჰყავთ და მე მას დიდ პატივს ვცემ.

ოთარ კაკაბაძე ბოლოს ჩვენ მცველებს გაექცა და თუ გოლს გაიტანდა ჩემი ბრალი იქნებოდა, რომ დაცვით ზონაში შეცვლა არ გავაკეთე. ჩვენმა მეკარემ უმაღლეს დონეზე ჩაატარა თამაში და ის
მშვენიერ ფორმაშია, მან რამდენიმე მომენტში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ეს ჩვენთვის კარგი შედეგი იყო, თამაში კარგად ჩავატარეთ. საქართველოს ჰქონდა მატჩის ბოლოს შანსები, მაგრამ ჩვენ შევძელით მათი განეიტრალება.

სასიხარულოა ჩვენთვის დამატებით, რომ იმ შვიდ მოთამაშეს ვისაც ყვითელი ბარათი ჰქონდა, არც ერთს არ მიუღია გაფრთხილება და არ გამოგვაკლდებიან შემდეგ თამაშში.

გადამწყვეტი მატჩი გველის ირლანდიასთან, ვფიქრობ რომ სანახაობრივი თამაში იქნება და დღეიდან ვიწყებთ მომზადებას. მიუხედავად იმისა, რომ ფრის შემთხვევაში მეორე ადგილს ვიკავებთ, ეს არ იქნება საკმარისი და ბოლო თამაშს სამი ქულისთვის ვითამაშებთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული