10:00 07-10-2017
1 საათი უელსელ ფანებთან: საჯაროდ მაინც მოშარდეს [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
- საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO]
თამაშზე უელსიდან ათასობით ფანი ჩამოვიდა, რათა საკუთარ ნაკრებს თავი მარტო არ ეგრძნო და მიზნის მიღწევაში დახმარებოდნენ.
"დინამო არენასთან" რამდენიმე საათით ადრე მივედი, რადგან ვიცოდი უელსელი ქომაგი იქ იქნებოდა და საინტერესო ატმოსფეროს შექმნიდნენ. ყველა იმედიანად იყო განწყობილი და გამარჯვების მოლოდინი ჰქონდათ. მღეროდნენ, ტაშს უკრავდნენ და უხაროდათ, რომ საკუთარ გუნდს გვერდში ედგნენ.
წუხდნენ იმაზე, რომ გარეთ ბეილი არ ჰყავდათ და მიყვებოდნენ ახალგაზრდა ტალანტ ბენ ვედბურნზე, რომელსაც მომავლის ფეხბურთელად თვლიდნენ.
კაფეს რომელიც სტადიონთან იყო, ნამდვილად კარგი დღე ჰქონდა, რადგან უელსელებმა ძალიან დიდი რაოდენობით ლუდი შეიძინეს. ლუდს სვამდა ყველა, განურჩევლად სქესისა: ბავშვები, ახალგაზრდები, ზრდასრულებიც და მოხუცებიც.
ერთ-ერთმა ჯგუფმა ლუდიც მომაწოდა და მითხრა, გვეწყინება თუ ჩვენთან ერთად არ დალევო. მე სამუშაო მოვიმიზეზე, იმათმა კიდე დალიე და უფრო გაგიადვილდება დღევანდელ თამაშზე დაწერაო. ბოლოს ლუდით გამწუწეს კიდეც და მეგობრულად ჩამეხუტეს.
თბილისი ძალიან მოეწონათ და სხვადასხვა ადგილზე გადაღებულ ფოტოებს მაჩვენებდნენ. არ მოეწონათ ქართული ლუდი და მეკითხებოდნენ, თამაშის შემდეგ სად შეიძლება დავლიოთ კარგი ლუდიო.
როდესაც სტუმრები შეზარხოშდნენ, მთავარმა პრობლემაც გამოჩნდა, რომელზეც ძალიან ბევრი დაიწერა და ერთი კვირის წინ თითქმის ყველა საუბრობდა.
- არ მოშარდო! - რას ურჩევენ უელსელ ფანებს თბილისში ჩამოსვლის წინ
ამდენი დალეული ლუდის შემდეგ, ფიზიოლოგიური მდგომარეობა რომ დაეკმაყოფილებინათ, არსად არ იყო ტუალეტი. სამწუხაროდ არც იმ პატარა კაფეს ჰქონდა, "დინამო არენაზეც" ჯერ არ უშვებდნენ და სხვა გზა, რომ აღარ დარჩათ ღია სივრცეში შარდავდნენ.
საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად დამთავრდა და ფანებს შორის კონფლიქტიც არ ყოფილა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
თბილისის მერია ხომ გაფრთხილებული იყო ტვალეტებზე დროულად!! ერთ ყურში შეუშვეს მეორიდან გამოუშვეს!! დაენანათ 5 ბიოტვალეტის მოტანა დინამოზე დადგმა დროულად!!?? მაგარი ფეხებზე მკიდია მართველობაა მერიაში!! ფუ თქვენი!!
11
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული