ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ ბრიტანული მთავრობის ის რეკომენდაციები, რომლებსაც უელსელ გულშემატკივრებს საქართველოში გამომგზავრების წინ აძლევენ. გაფრთხილებების ტექსტი საკმაოდ დიდია, ჩვენ რამდენიმე საინტერესო მონაკვეთს გთავაზობთ:
პასპორტები და ვიზები
* თუ თქვენ დიდი ბრიტანეთიდან ბრიტანული პასპორტით მიემგზავრებით საქართველოში, ვიზა საჭირო არაა, თუმცა პასპორტი საქართველოში შესვლიდან 6 თვის მერეც მოქმედი უნდა იყოს.* ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, თან იქონიოთ მოგზაურობის სამედიცინო დაზღვევა იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოში მხოლოდ ერთი ღამით აპირებთ დარჩენას.
აეროპორტამდე და აეროპორტიდან
* აეროპორტში ტაქსები გასასვლელშივე დაგხვდებათ, თუმცა მათი გამოძახება ტელეფონით ან აპლიკაციითაც შესაძლებელია. ამ კომპანიების სიას ქართულ საიტზე გაეცნობით. როგორც წესი, ტაქსებს მრიცხველები არ უყენია, თუმცა, თქვენ შეგიძლიათ ასეთი ტაქსის გამოძახებაც.* სხვანაირად მძღოლს წინასწარ უნდა მოელაპარაკოთ ფასზე. ფასი ცენტრამდე დაახლოებით 30 ლარია (10 გირვანქა). გზა 20-30 წუთია და დამოკიდებულია საცობებზე.
* საქალაქო ავტობუსი N37 მოქმედებს ყოველდღიურად და მისი ფასი სულ 20 პენსია. აეროპორტთანვე არის რკინიგზის გაჩერებაც, თუმცა ის იშვიათად დადის.
* ქალაქში ტაქსის გაჩერება იოლია, თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ დაბნელების შემდეგ, განსაკუთრებით ეს ქალებს ეხება. ასევე არ უნდა ენდოთ ისეთ მძღოლებს, რომელთაც არ იციან ზუსტი გზა ან ალტერნატიულ ვარიანტს შემოგთავაზებენ. თბილისის ტერიტორიაზე ტაქსის ფასი 5-10 ლარზე მეტი არ უნდა ღირდეს.
ზებრა და ტუალეტები
* არ გადაიღოთ ფოტოები სამხედრო ბაზებისა და ენერგეტიკული ნაგებობების წინ.* თბილისში კრიმინალის დონე დაბალია, თუმცა ქალაქის ცენტრში ინციდენტები ღამით ბარებთან და რესტორნებთან მაინც ხდება. ძარცვები ხშირია ცუდად განათებული საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვესაც. იყო ფაქტები, როცა ტაქსის მძღოლები ღამით სექსუალურ შეტევებს ახორციელებდნენ ქალებზე.
* იყავით ფრთხილები, დიდი თანხა თან არ იქონიოთ და ღამით მარტო არ იაროთ.
* "ზებრაზე" ფრთხილად გადადით, რადგან თბილისში შუქნიშნის ნიშანი გარანტირებულად არ ნიშნავს, რომ მანქანა გაჩერდება.
* პატივი ეცით ადგილობრივ ტრადიციებსა და რელიგიას ყოველთვის. შეეცადეთ, თქვენმა მოქმედებამ არ შეურაცხყოს სხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები.
* ქალაქში არ არის საჯარო ტუალეტები. ამიტომ გამოიყენეთ კაფეებისა და ბარების ტუალეტები. არ მოშარდოთ ქუჩაში - ეს თბილისში შეურაცხყოფად და დანაშაულად ითვლება.