იმისათვის, რათა არგენტინა მუნდიალზე არ გავიდეს, ბრაზილიელი ფანები ნაკრების ფეხბურთელებს წაგებისაკენ მოუწოდებენ

AutoSharing Option
ისედაც შავ დღეშია ჩავარდნილი არგენტინის ნაკრები, მისი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა სათუოა და ახლა კიდევ ბრაზილიელი გულშემატკივრები სელესაოს სოციალური ქსელებით მოუწოდებენ შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩში ჩილესთან წააგონ.

განვმარტავთ: ბრაზილიამ უკვე მოიპოვა მუნდიალზე ასპარეზობის უფლება და მისთვის სულერთია დამარცხდება თუ არა ჩილესთან, რომელიც 1 ქულით უსწრებს ალბისელესტეს. მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 გუნდი გადის, მეხუთეს კი პლე-ოფში მოუწევს ბრძოლა.

იხილეთ გუნდების სატურნირო მდგომარეობა და ბოლო ტურის განრიგი

1.

ბრაზილია 17 11 5 1 38:11 38
2. ურუგვაი 17 8 4 5 28:18 28
3. ჩილე 17 8 2 7 26:24 26
4. კოლუმბია 17 7 5 5 20:18 26
5. პერუ 17 7 4 6 26:25 25
6. არგენტინა 17 6 7 4 16:15 25
7. პარაგვაი 17 7 3 7 19:24 24
8. ეკვადორი 17 6 2 9 25:26 20
9. ბოლივია 17 4 2 11 14:34 14
10. ვენესუელა 17 1 6 10 18:35 9

ბოლო ტური
11 ოქტომბერი, 03:30

პარაგვაი-ვენესუელა
ბრაზილია-ჩილე
ეკვადორი-არგენტინა
პერუ-კოლუმბია
ურუგვაი-ბოლივია
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
წაგების შემთხვევაში არგენტინის ნაკრები ვერ გადის მსოფლიოზე,არის შანსი ფრის შემთხვევაშიც რომ გავიდეს(პერუს წაგება კოლუმბიასთან და ჩილეს ორი ბურთით წაგება ბრაზილიაში),მოგების შემთხვევაში ყველა ვარიანტში გადის.ეკვადორის მოტივაცია ის იქნება რომ არგენტინა მათ გამო ვერ გავიდეს მსოფლიოზე,ასე რომ რთული თამაში ელოდება არგენტინას.ბრაზილიის ნაკრები დარწმუნებული ვარ მოუგებს ჩილეს,სხვა შედეგი იმედგაცრუება იქნება.
jino7
11:11 08-10-2017
0
იქ ყველაფერი შვეიცარიული საათის მექანიზმივით აქვს დალაგებული ფიფას. არგენტინაზე რაც მაგათ ფული აკეთეს კიდევ ორ მსოფლიოს დააფინანსებენ. პერუ კი მისდა საუბედუროდ განტევების ვაცია, რომელსაც ბოლო ტურში მუნდიალის "ზაბორს" მიღმა დააგდებენ. ასეთია მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მსხვილი აფიორ ბანდის, ფიფას წინასწარ გაწერილ დალაგებული გეგმა.
................
10:34 08-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული