D ჯგუფში საქართველოს ნაკრების მძლეველმა სერბეთმა მოიპოვა მუნდიალის საგზური. მართალია, უელსი კარდიფში დიდ უპირატესობას ფლობდა ირლანდიასთან, მაგრამ მაინც დამარცხდა 0:1 და მარტინ ო’ნილის გუნდი პლეი-ოფში გაატარა. უმოტივაციოდ დარჩენილი მოლდოვისა და ავსტრიის მატჩი 0:1 დასრულდა.
G ჯგუფში ყველაფერი წინა ტურში გაირკვა და შეხვედრებს აღარანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ქონდა. პირველადგილოსანმა ესპანეთმა ნახევრადსარეზერვო შემადგენლობით იერუსალიმში ისრაელს 1:0 მოუგო (სერხიო ბუსკეტსმა ფურია როხაში მე-100 მატჩი ჩაატარა), ხოლო მეორე პოზიციაზე გასულმა იტალიამ
I ჯგუფში ისლანდიამ სახლში კოსოვო 2:0-ზე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ცნობისათვის, ასეთ მცირერიცხოვანი სახელმწიფოს გუნდს ჯერ ამ ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია (ისლანდიაში 330 ათასი ადამიანი ცხოვრობს). ხორვატიამ კიევში ანდრეა კრამარიჩის დუბლით უკრაინას 2:0 მოუგო და პლეი-ოფში ითამაშებს. უკრაინელთა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ აღიარა, რომ მეტოქეს უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელები ყავს, დამსახურებულად გაიმარჯვეს, თუმცა მისი გუნდი პროგრესირებს. ტურკუში ფინეთი-თურქეთი 2:2 დასრულდა.