მუნდიალი 2018. ევროპა. X ტური: სერბეთი და ისლანდია მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდნენ

AutoSharing Option
9 ოქტომბერს, ევროპის ზონის 3 ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტური გაიმართა.

D ჯგუფში საქართველოს ნაკრების მძლეველმა სერბეთმა მოიპოვა მუნდიალის საგზური. მართალია, უელსი კარდიფში დიდ უპირატესობას ფლობდა ირლანდიასთან, მაგრამ მაინც დამარცხდა 0:1 და მარტინ ო’ნილის გუნდი პლეი-ოფში გაატარა. უმოტივაციოდ დარჩენილი მოლდოვისა და ავსტრიის მატჩი 0:1 დასრულდა.

G ჯგუფში ყველაფერი წინა ტურში გაირკვა და შეხვედრებს აღარანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ქონდა. პირველადგილოსანმა ესპანეთმა ნახევრადსარეზერვო შემადგენლობით იერუსალიმში ისრაელს 1:0 მოუგო (სერხიო ბუსკეტსმა ფურია როხაში მე-100 მატჩი ჩაატარა), ხოლო მეორე პოზიციაზე გასულმა იტალიამ
შკოდერში ასეთივე ანგარიშით ალბანეთს სძლია. მაკედონიამ სახლში ლიხტენშტეინი 4:0-ზე გაანადგურა.

I ჯგუფში ისლანდიამ სახლში კოსოვო 2:0-ზე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ცნობისათვის, ასეთ მცირერიცხოვანი სახელმწიფოს გუნდს ჯერ ამ ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია (ისლანდიაში 330 ათასი ადამიანი ცხოვრობს). ხორვატიამ კიევში ანდრეა კრამარიჩის დუბლით უკრაინას 2:0 მოუგო და პლეი-ოფში ითამაშებს. უკრაინელთა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ აღიარა, რომ მეტოქეს უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელები ყავს, დამსახურებულად გაიმარჯვეს, თუმცა მისი გუნდი პროგრესირებს. ტურკუში ფინეთი-თურქეთი 2:2 დასრულდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული