მ/ჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. ბოლო ტურის წინ: მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ლისაბონში

AutoSharing Option
მუნდიალის საგზურს ან საფრანგეთი მოიპოვებს, ან შვედეთი. მესამე ვარიანტი აღარ არსებობს. ჰოლანდიელებს პლეი-ოფში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი რჩებათ.

* საფრანგეთის ნაკრებმა ბოლო ტურში იმაზე ნაკლები ქულა არ უნდა აიღოს, რაც შვედეთმა და გასულია. პლეი-ოფის საგზური დიდიე დეშამის გუნდს უკვე გარანტირებული აქვს.

* შვედეთმა საფრანგეთის ნაკრებზე უკეთესი შედეგი უნდა აჩვენოს და მუნდიალზე გავა.

* ჰოლანდიის ნაკრები პლეი-ოფში გავა, თუ შვედეთს 7 გოლს მაინც გაუტანს და თამაშს, სულ მცირე, 6-გოლიანი სხვაობით მოიგებს.

A ჯგუ
ფი
საფრანგეთი-ბელორუსი 22:45
ლუქსემბურგი-ბულგარეთი 22:45
ჰოლანდია-შვედეთი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ
1. საფრანგეთი 9 6 2 1 16-5 20
2. შვედეთი 9 6 1 2 26-7 19
3. ჰოლანდია 9 5 1 3 19-12 16
4. ბულგარეთი 9 4 0 5 13-18 12
5. ბელორუსი 9 1 2 6 5-19 5
6. ლუქსემბურგი 9 1 2 6 7-25 5

შვეიცარიელთა ლიდერი გრანიტ ჯაკა აცხადებს, რომ ევროპის ჩემპიონ პორტუგალიასთან ლისაბონში დასკვნითი მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალივითაა. მართლაც, ამ თამაშში გადაწყდება მუნდიალის საგზურის ბედი.

* საქმე მარტივადაა - მოიგებს პორტუგალია და გავა მუნდიალზე, სხვა შედეგი კი აწყობს შვეიცარიას. ამ დაპირისპირებაში ხელმოცარული გუნდი ბრძოლას პლეი- ოფში გააგრძელებს.

B ჯგუფი
უნგრეთი-ფარერები 22:45
ლატვია-ანდორა 22:45
პორტუგალია-შვეიცარია 22:45

თ მ ფ წ ბ ქ
1. შვეიცარია 9 9 0 0 23-5 27
2. პორტუგალია 9 8 0 1 30-4 24
3. უნგრეთი 9 3 1 5 13-14 10
4. ფარერები 9 2 3 4 4-15 9
5. ლატვია 9 1 1 7 3-18 4
6. ანდორა 9 1 1 7 2-19 4

ბელგიის ნაკრები დიდი ხნის გასულია და სარაევოში 4:3 მოგებით, ფაქტობრივად, გაიყოლა საბერძნეთის ნაკრები. სასწაული უნდა მოხდეს, რომ ბერძნებმა მეორე ადგილი ვერ დაიკავონ.

* ბელგიის ნაკრები უკვე გასულია მუნდიალზე, ბრძოლა პლეი-ოფისთვის მიდის.

* საბერძნეთის ნაკრები გიბრალტარის დამარცხებით ინაღდებს არა მარტო მეორე ადგილს, არამედ პლეი-ოფის საგზურსაც.

* თუ საბერძნეთი გიბრალტარს ვერ მოუგებს, ბოსნიას ესტონეთში გამარჯვება მეორე ადგილს მოუტანს, მაგრამ პლეი-ოფს მაინც ვერ შესწვდება.

H ჯგუფი
ბელგია-კვიპროსი 22:45
ესტონეთი-ბოსნია 22:45
საბერძნეთი-გიბრალტარი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 9 8 1 0 39-6 25
2. საბერძნეთი 9 4 4 1 13-6 16
3. ბოსნია 9 4 2 3 22-12 14
4. ესტონეთი 9 3 2 4 12-17 11
5. კვიპროსი 9 3 1 5 9-14 10
6. გიბრალტარი 9 0 0 9 3-43 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჰოლანდიას ერთი გოლით გამარჯვებაც ყოფნის. რა 7 გოლი, რეებს გვატყუებ ჟურნალისტო?
ლადო
16:01 10-10-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული