გულშემატკივრები ბრაზილიის ნაკრებს წაგებას სთხოვენ

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში მოუწოდებენ საკუთარ გუნდს - წააგოს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურის მატჩი შინ, ჩილეს ნაკრებთან, რომელიც 11 ოქტომბერს გაიმართება.

ბრაზილიელთა შეტყობინებებს თან ახლავს სოციალური ჰეშთეგი #EntregaBrasil. გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ მათი გუნდის მარცხი ჩილეს ნაკრებთან გაურთულებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრას პრინციპულ მეტოქეს - არგენტინის ნაკრებს.

ბრაზილიამ ვადაზე ადრე გაინაღდა შესარჩევ ტურნირში პირველობა და მუნდიალზე თამაშის უფლება. ჩილე 26 ქულით მესამე ადგილზეა, არგენტინა 25 ქულით - მეექვსეზე.

ამ გუნდს ბოლო ტურში გასვლაზე უწევს მატჩი ეკვადორთან.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ოთხი გუნდი გადის, მეხუთეადგილოსანი კი ითამაშებს პლეი-ოფს ოკეანეთის საუკეთესო გუნდთან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული