მან გააფრთხილა ინგლისის ნაკრების გულშემატკივრები - თავი შეიკავონ რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის დროს დებოშისა და არეულობების მოწყობისგან.
"რუსი გულშემატკივრები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის სტუმრებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ცდილობს, შეამციროს ფანებში ძალადობის დონე, - განაცხადა The telegraph-თან კომენტარში რობერტსმა. - ინგლისელი გულშემატკივრების ღონისძიებებს საზოგადოებრივ ადგილებში ხისტი რეაქცია ექნება ადგილობრივი პოლიციელებისგან.
არსებობს არეულობებისა და კონფლიქტების საფრთხე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე, რადგან გვახსოვს, რა
თუ ინგლისელი გულშემატკივრები აპირებენ მუნდიალზე იმისთვის გამგზავრებას, რომ არეულობები მოაწყონ, ისინი სერიოზულ პასუხს მიიღებენ. მათ მიმართ მოპყრობა ძალიან მკაცრი იქნება და არ მგონია, რომ რომელიმე გულშემატკივარმა მოისურვოს რუსულ ციხეში წასვლა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"