რიო სიხარულისგან გადაირია: "ფლამენგოს" ქუჩაში ასიათასობით ადამიანი დახვდა [VIDEO]

AutoSharing Option
"ფლამენგომ" ლიბერტადორესის თასი მოიგო და ამასთან ერთად, საჩემპიონო აღლუმის დროს ბრაზილიის ჩემპიონი გახდა.

"ფლამენგო" სერიოზულად ემზადებოდა ლიბერტადორესის ფინალისთვის: გუნდის ავტობუსი ფანებებმა გააცილეს, რიოში იესო ქრისტეს ქანდაკებასაც კი ფორმა გადააცვეს. "ფლამენგომ" გმირულად სძლია "რივერ პლეიტს", ბოლო წუთებში 2 გოლი გაუტანა და საბოლოოდ 2:1 მოიგო. ამიტომ სამშობლოში გიჟური დახვედრა გარანტირებული იყო.

"მარაკანაზე" ფინალი პირდაპირ ეთერში აჩვენეს, რასაც მთელი სტადიონი დაესწრო. შემდეგ ზეიმი ქუჩაში გაგრძელდა.

ევროპაში ცოტა საფეხბურთი აღლუმი თუ შეედრება იმას, რაც რიოში ხდებოდა. ფანები ლიბერტადორესის თასის
მოგებას 1981 წლიდან ელოდნენ. ამიტომ აღლუმს ასიათასობით ადამიანი დაესწრო. შესაბამისად, ავტობუსისთვის გზის გაწმენდა უსაფრთხოების სამსახურს მოუწია.

პირდაპირ აღლუმზე ცნობილი გახდა, რომ "ფლამენგოს" კონკურენტი "პალმეირასი" "გრემიოსთან" დამარცხდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ "ფლამენგო" ბრაზილიის ჩემპიონატშიც მიუღწეველი აღმოჩნდა. ბოლო ბრაზილიური კლუბი, რომელმაც სეზონში ლიბერტადორესის თასი და ბრაზილიის ჩემპიონატი მოიგო, "სანტოსი" იყო. მაშინ, 1963 წელს, "სანტოსის" ღირსებას პელე იცავდა.

Sportall.Ge

აღლუმი ბრწყინვალედ მიმდინარეობდა, მაგრამ მაინც ცუდად დასრულდა - ფანებისა და პოლიციის შეტაკებით. არავინ იცის, რეალურად რატომ მოხდა ასე. ძირითად ვერსიად ის სახელდება, რომ ფანები კორდონებს გასცდნენ, როცა ავტობუსმა მთავარი ქუჩიდან გადაუხვია.

Sportall.Ge

პოლიციას ბოთლები და ქვები დაუშინეს, საპასუხოდ კი პოლიციამ ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. საბედნიეროდ, არეულობა მალევე დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული