A ჯგუფში საფრანგეთმა პარიზში ბელარუსს 2:1 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ჰოლანდიას პლეი-ოფში გასაღწევად ამსტერდამში შვედეთი 7-ბურთიანი სხვაობით უნდა დაემარცხებინა და მათმა 33 წლის ნახევარმცველმა არიენ რობენმა თქვა, რომ ამას ვერ მოახერხებდნენ. რობენმა პირველ ტაიმში 2 გოლი კი გაიტანა (1 პენალტით), მაგრამ ნიდერლანდელებმა მეტი ვერ შეძლეს, 2:0 და მე-2 ადგილი შვედებმა დაიკავეს. ლუქსემბურგი-ბულგარეთი 1:1 დასრულდა.
B ჯგუფში პორტუგალიამ შვეიცარიას 2:0 სძლია და მუნდიალზე იასპარეზებს, შვეიცარია კი
H ჯგუფში ბელგიას უკვე განაღდებული ქონდა პირველი ადგილი და მაინც გაანადგურა სახლში კვიპროსი (4:0). ჰეთ-ტრიკი ედენ აზარმა მიითვალა, ერთი გოლი კი რომელუ ლუკაკუს ანგარიშზეა. ბელგიამ საკვალიფიკაციო ეტაპზე 43 გოლი გაიტანა და გერმანელთა რეკორდი გაიმეორა - მუნდიალისა და ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე ამაზე მეტი გოლი არასოდეს არც ერთ გუნდს არ გაუტანია. ბენილუქსელთა ნაკრებში 97-ე შეხვედრა ჩაატარა 30 წლის მცველმა იან ვერტონგენმა და ამ მაჩვენებლით თავისი ეროვნული გუნდის რეკორდსმენი გახდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, საბერძნეთმა პირეოსში გიბრალტარი ადვილად დაამარცხა (4:0) და მეორე პოზიცია დაიკავა. ბოსნიამ გასვლაზე 2:1 ძლივს კი მოუგო ესტონეთს, მაგრამ მაინც ჩარჩა ჯგუფში. გაბრაზებულმა სტუმართა გუნდის ფანებმა მოედანზე პეტარდები ისროლეს და თამაში ცოტა ხნით შეწყვეტილი იყო.
ასე და ამგვარად, პლეი-ოფში გავიდნენ: იტალია, დანია, ჩრდილოეთ ირლანდია, შვეიცარია, შვედეთი, ირლანდია, ხორვატია და საბერძნეთი. მეორეადგილოსნებიდან ყველაზე ცუდი შედეგი სლოვაკეთს აქვს და პლეი-ოფში მონაწილეობას ვერ მიიღებს.