იკერ კასილიასი ჯანლუიჯი ბუფონზე: ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვხედავ

AutoSharing Option
"პორტუს" მეკარე იკერ კასილიასი ჯანლუიჯი ბუფონის მიერ სანაკრებო კარიერის დასრულებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

- ჯანლუიჯი ბუფონი: "მე მივდივარ იტალიის ნაკრებიდან. მაპატიეთ" - დიდი ფეხბურთელი ტირის

"მე ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვხედავ. მე მსურს, რომ შენ ლეგენდად დარჩე ყველასთვის.

მე ვამაყობ, რომ ჩვენ ერთმანეთს ბევრჯერ შევხვდით. შენ უნდა გააგრძელო შენი თამაში, მეგობარო!", - დაწერა "ტვიტერზე" კასილიასმა.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი ბუფონის მიერ სანაკრებო კარიერის დასრულების მიზეზი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრა გახდა. შვედეთის ნაკრები მილანში იტალიელებს ფრედ ეთამაშა და მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დატოვა.

- დრამა
"სან სიროზე" - იტალია უმუნდიალოდ დარჩა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული