მუნდიალი 2018-ის კიდევ ერთი მონაწილის ვინაობა გაირკვა

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის მორიგი მატჩი გაიმართა.

ავსტრალიის ნაკრებმა ჰონდურასს უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მატჩის 54-ე წუთზე მილე ჟიდენაკმა ანგარიში გახსნა, 72-ე წუთზე კი პენალტი გაიტანა და დუბლი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მესამე გოლიც ჟიდენაკის ანგარიშზეა, რომელიც ავსტრალიელმა კვლავ პენალტიდან გაიტანა.

ჰონდურასმა პრესტიჟის გოლი 94-ე წუთზე გაიტანა, რომლის ავტორი ელის ალბერტო გახდა.

ამ გამარჯვებით ავსტრალიამ მუნდიალის საგზური მოიპოვა. პირველი მატჩი გუნდებს შორის უგოლო ფრით დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული