ისლანდიელმა გულშემატკივარმა სიგურდფლორდბრადსენმა რუსეთის ქალაქების დასახელებათა სირთულე გააპროტესტა

AutoSharing Option
ისლანდიის ნაკრების გულშემატკივარმა გუნდერმურდ სიგურდფლორდბრადსენმა, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, რუსეთის ქალაქების დასახელებების სირთულე გააპროტესტა.

"2018 წლის ჩემპიონატზე რუსმა მეგობარმა დამპატიჟა. როდესაც რუსეთის რუკას დავხედე, ზედმეტად დიდი მომეჩვენა. ვერ წარმომიდგენია, რაში სჭირდება სახელმწიფოს ამხელა მიწა. ასევე გამაკვირვა ქალაქების თანხმოვნების მცირე რაოდენობით შედგენილმა დასახელებებმა: სოჭი, ყაზანი, მოსკოვი.

ამის მიუხედავად, მაინც ვაპირებ ამ ქალაქების მონახულებას. სამაგიეროდ, ჩემი რუსი მეგობარი, კირკიუბაიარკლეისტურში, ფასკრუდსფიოდურსა და ეიაფიადლაიეკიუდლში დავპატიჟე", - განაცხადა სიგურდფლორბრადსენმა.

გუნდერმურდის საყვარელი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინას, ხორვატიასა და ნიგერიას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული