"2018 წლის ჩემპიონატზე რუსმა მეგობარმა დამპატიჟა. როდესაც რუსეთის რუკას დავხედე, ზედმეტად დიდი მომეჩვენა. ვერ წარმომიდგენია, რაში სჭირდება სახელმწიფოს ამხელა მიწა. ასევე გამაკვირვა ქალაქების თანხმოვნების მცირე რაოდენობით შედგენილმა დასახელებებმა: სოჭი, ყაზანი, მოსკოვი.
ამის მიუხედავად, მაინც ვაპირებ ამ ქალაქების მონახულებას. სამაგიეროდ, ჩემი რუსი მეგობარი, კირკიუბაიარკლეისტურში, ფასკრუდსფიოდურსა და ეიაფიადლაიეკიუდლში დავპატიჟე", - განაცხადა სიგურდფლორბრადსენმა.
გუნდერმურდის საყვარელი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინას, ხორვატიასა და ნიგერიას დაუპირისპირდება.