62 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა, ეგვიპტის ნაკრები 1990 წლის შემდეგ პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა.
მისი კონკურენტები აფრიკის წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში, ნიგერიის ნაკრების დამრიგებელი ჟერნოტ რორი და საფეხბურთო კლუბ "ვიდადის" დამრიგებელი, ჰუსეინ ამოუტა იყვნენ.
კუპერი გახდა პირველი სამხრეთამერიკელი სპეციალისტი, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
აღსანიშნავია, რომ აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც ეგვიპტელმა, მოჰამედ სალაჰმა მიიღო.
აქვე ვთქვათ, რომ კუპერი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2008-09 წლებში ავარჯიშებდა.
ყოჩაღ ჩვენ..