ისლანდიის ელჩი: ნაკრების მწვრთნელს სტომატოლოგის სამსახურის დროებით დატოვება მოუწია

AutoSharing Option
ისლანდიის ელჩმა ბერლინდ ასგეირსდოტირმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისლანდიის მოსახლეობის 20 პროცენტს ბილეთებზე განაცხადები უკვე შეტანილი აქვს.

"ისლანდია პირველად მონაწილეობს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ყველაფერს, რასაც ვგებულობით მუნდიალზე, ჩვენთვის ახალია.

ისლანდიის მოსახლეობის 20 პროცენტს ტურნირზე დასწრების განაცხადი უკვე შეტანილი აქვს. ეს არა მარტო ნაკრებისა და ტურნირისადმი ინტერესს, არამედ საკუთარი ქვეყნის სიამაყეს აჩვენებს.

ოქტომბრის შემდეგ მეკითხებიან, როგორ შევძელით მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა. ყოველ ჯერზე მიწევს შეხსენება, რომ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალამდე გავედით და მხოლოდ მასპინძელ საფრანგეთთან დავმარცხდით.

ევროპის
ჩემპიონატზე შვედმა მწვრთნელმა გაგვიყვანა, მაგრამ გულშემატკივრები ვერ გებულობდნენ, რატომ წვრთნის ნაკრებს უცხოელი სპეციალისტი. საბოლოოდ ადგილობრივი სპეციალისტი დავნიშნეთ, რომელსაც სტომატოლოგის სამსახურის დროებით დატოვება მოუწია. ქვეყანაში ბევრი კარგი მწვრთნელი გვყავს და თითქმის ყველა მათგანი ახალგაზრდებთან და ბავშვებთან მუშაობს.

ჩვენი ნაკრები არა მარტო თამაშის გამო მოსწონს ხალხს, არამედ მათი აუდიტორიასთან ურთიერთობის გამო. როცა ევროპის ჩემპიონატიდან გამოვვარდით, მაშინ საფრანგეთში ვმუშაობდი ელჩად. გულშემატკივრები მარცხით იმედგაცრუებულები არ იყვნენ და ტურნირის ბოლომდე დარჩნენ", - თქვა ბერლინდმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენ ქართველები ვართ ჩვენ საქმეში არაპროფესიონალები დაწყებული მთავრობიდან და ფედერაციებიდან , დამთავრებული თუნდაც უბრალო სტომატოლოგებით !!! იმიტომაც ვერაფერ წარმატებას ვერ ვახწევთ ქართველი ერი .....
სიმართლე
21:07 14-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული