დიდიე დეშამი ქარიმ ბენზემას მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანს

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი მადრიდის "რეალის" ფორვარდ ქარიმ ბენზემას მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანს.

"მამლების" დამრიგებელმა "სამეფო კლუბის" შემტევი იმ 24 ფეხბურთელს შორის არ შეიყვანა, რომლებიც უახლოეს ორ ამხანაგურ შეხვედრაში იასპარეზებენ.

დეშამისვე თქმით, ეს ის მოთამაშეები არიან, რომლებიც თუ რაიმე გაუთვალისწინებული არ მოხდა, მუნდიალზე ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ მატეა ვალბუენასთან მომხდარი ინციდენტის გამო ბენზემა, 2015 წლიდან მოყოლებული, საფრანგეთის ნაკრებს მიღმაა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული