საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ ქვეყანაში ერთსქესიანთა კავშირი კანონით აკრძალულია და ეს კანონი 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფიფა გამორიცხავს ტურნირების იმ ქვეყნებში გამართვას, სადაც ადამიანები რასობრივი, რელიგიური და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით იდევნებიან.
თუ მაროკოს განაცხადს მხარი არ დაუჭირეს, მაშინ აშშ-ს, კანადისა და მექსიკის მიერ შეტანილი ერთობლივი განაცხადი ერთადერთი იქნება.
ტურნირის მასპინძელი ქვეყნის ვინაობას 13 ივნისს გვამცნობენ.