იბრაჰიმოვიჩი: შვედეთი მუნდიალის ფავორიტია, რადგან ის ზლატანის გარეშე უკეთესია

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს გელაქსის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალზე მის შესაძლო გამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"შვედეთის ნაკრების წევრი აღარ ვარ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო კარიერა დავასრულე. ამიტომ აქ განსახილველი არაფერია. ვაპირებ თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლას? დიახ, ვაპირებ. ამის შესახებ ვსაუბრობდი ეს პერიოდი. მუნდიალზე გავემგზავრები. ჩავჯდები თვითმფრინავში და გავფრინდები.

ვფიქრობ, შვედეთი მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტია, რადგან ის უკეთესია ზლატანის გარეშე", - ციტირებს იბრაჰიმოვიჩს Mirror-ი.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე შვედეთი ჯგუფში მექსიკასთან, გერმანიასთან და სამხრეთ კორეისთან ერთად მოხვდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული