ლიონელ მესი: ჯერ კიდევ ვფიქრობ იმ მომენტზე [VIDEO]

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლიონელ მესიმ მოჰყვა, რომ ჯერ კიდევ განიცდის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მოგების გაშვებულ შანსს.

"ჯერ კიდევ ვფიქრობ იმ მომენტზე, როცა მუნდიალის ფინალი წავაგეთ. ვფიქრობ, რა ცუდად დავარტყი ბურთს, როგორ დავდგი ფეხი. ბურთისთვის სხვანაირად უნდა დამერტყა, დაახლოებით ისე, როგორც "ჩელსისთან" მატჩში. კარში მაინც უნდა გამეგზავნა ბურთი.

ამ ფინალს ყოველდღე ვიხსენებ. წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონები გავმხდარიყავით. მაშინ ჩვენთვის ყველაფერი შეიცვლებოდა. ჩვენ დავიმსახურეთ ტიტული, მაგრამ ეს ასე არ მუშაობს და ეს ყველაზე გულდასაწყვეტია.

რთულია იმ ფოტოს ყურება, სადაც მსოფლიოს თასს
გვერდი ჩავუარე. მის მოპოვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით და მე მას გვერდი ჩავუარე. ეს საშინელი გრძნობაა", - თქვა მესიმ Mundo Albiceleste-სთან საუბარში.

  • მუნდიალი 2014. ფინალი. ლიონელ მესი VS გერმანია

  • მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრები გერმანიასთან 0:1 დამარცხდა.
  • მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე არგენტინის მეტოქეები ჯგუფში ისლანდია, ხორვატია და ნიგერია იქნებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული