მუნდიალზე ინგლისს კეინი უკაპიტნებს

AutoSharing Option
დღეს, 22 მაისს ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ საინტერესო სიახლე გააჟღერა - ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ლონდონის "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰარი კეინი უკაპიტნებს.

2017/18 წლების სეზონში ჰარი კეინმა "ტოტენჰემის " შემადგენლობაში 48 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. კეინს ნაკრებში 23 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 12 გოლი გატანილი.

აქამდე ინგლისის ნაკრებს უეინ რუნი კაპიტნობდა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს ამჯერად ტელევიზორიდან უყურებს. ინგლისის ნაკრები ბელგიასთან, პანამასა და ტუნისთან ერთად არის ჯგუფში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული