Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მოსკოვში მუნდიალის გახსნის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ

AutoSharing Option
უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ბოიკოტი გამოუცხადონ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს, რომელიც 14 ივნისს მოსკოვში გაიმართება.

ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა კენეტ როტმა განაცხადა.

"მსოფლიო ლიდერებმა პრეზიდენტ პუტინს სიგნალი უნდა გაუგზავნონ, რომ ვიდრე ის არ შეცვლის თავის პოლიტიკას და არ გადადგამს ნაბიჯებს, რათა სირიაში ბოლო მოუღოს რუსი და სირიელი სამხედროების მხეცობას, ისინი არ დასხდებიან ვიპ-ლოჟაში გახსნის თამაშზე", - განაცხადა კენეტ როტმა.

Human Rights Watch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით რუსეთს სურს პატივისცემის მოპოვება
და თავის მხარეს სურს მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის გადაბირება.

14 ივნისს რუსეთში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. გახსნის თამაშზე ერთმანეთს რუსეთისა და საუდის არაბეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული