ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები მუნდიალის მოგებისთვის 1-1 მლნ დოლარს მიიღებენ

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები 1-1 მილიონ დოლარს მიიღებენ, თუ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს მოიგებენ.

Folha de S.Paulo-ს ინფორმაციით, ეს თანხა ხუთჯერ აღემატება იმ თანხას, რომელიც ნაკრების წევრებმა 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებისთვის მიიღეს.

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ასევე პირობა დადო, რომ პრემიას იმავე რაოდენობის ოდენობით სამწვრთნელო შტაბის წევრებიც მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი რუსეთში გაიმართება, 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისს დასრულდება.

ბრაზილია E ჯგუფში შვეიცარიასთან, კოსტა-რიკასა და სერბეთთან ერთად ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული