რაჰიმ სტერლინგი: როდესაც 2 წლის ვიყავი, მამაჩემი იარაღით მოკლეს

AutoSharing Option
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ რაჰიმ სტერლინგს მხარი დაუჭირა და "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქმე ისაა, რომ 23 წლის შემტევმა ფეხზე იარაღი ამოისვირინგა, რის გამოც გულშემატკივართა ნაწილმა მისი ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა.

სტერლინგმა სოციალურ ქსელში ტატუს მნიშვნელობა ახსნა და შემდეგი დაწერა:

"როდესაც 2 წლის ვიყავი, მამაჩემი იარაღით მოკლეს. მე პირობა მაქვს დადებული, რომ ცხოვრებაში ნამდვილ იარაღს არასდროს შევეხები.

ეს ტატუ კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა სტერლინგმა.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ამის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სა
დაც წერია, რომ ფეხბურთელს აბსოლუტურად მხარს უჭერს და ისიც მუნდიალზეა კონცენტრირებული.

altყველა დროის რეკორდი - მსოფლიო ჩემპიონატზე "სიტის" 17 ფეხბურთელი ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული