ლიოვმა ჩამოთვალა - არ გექნებათ სექსი, ალკოჰოლი და სოციალური ქსელები

AutoSharing Option
"მარკა" ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში მკაცრი აკრძალვები ექნებათ.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის ბრძანებით, მუნდიალის მიმდინარეობისას, ბუნდესმანდშაფტის მოთამაშეებს არ ექნებათ სექსი, ვერ დალევენ ალკოჰოლსა და ვერ ისარგებლებენ სოციალური ქსელით.

58 წლის სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ყველა ფეხბურთელს ეს რეგულაციები კარგად ესმის და მათ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ზედიზედ მეორედ სურთ.

სპორტსმენები მთლიანად იზოლირებულები იქნებიან. მათ ექნებათ მცირე დრო, რათა შეხვდნენ ოჯახის წევრებს. ძილის წინ კი ერთი ჭიქა ღვინის დალევა შეეძლებათ.

ფოტოების გადაღება სასტუმროსა და გასახდელში კი
მთლიანად აკრძალულია. ლიოვი შიშობს, რომ შესაძლოა, მისი ბანაკიდან ტაქტიკურმა ინფორმაციამ გაჟონოს.

altგერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა ვარჯიშზე ლამის იჩხუბეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული