მექსიკის ნაკრების შემადგენლობა მუნდიალისთვის ცნობილია

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის მექსიკის ნაკრების განაცხადი გახდა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ განაცხადში მოხვდა რაფაელ მარკესი, რომლისთვისაც ეს კარიერაში მე-5 მუნდიალი იქნება.

39 წლის ფეხბურთელი თანამემამულე ანტონიო კარბახალისა და გერმანელ ლოთარ მათეუსის რეკორდს გაიმეორებს, რომლებმაც ასევე 5 მუნდიალზე ითამაშეს.

მექსიკის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: ხესუს კორონა (კრუს ასული), ალფრედო ტალავერა (ტოლუკა), გილერმო ოჩოა (სტანდარტი)

მცველები: ედსონ ალვარესი (ამერიკა), უგო აიალა (ტიგრესი), ხესუს გალიარდო (უნამი), მიგელ ლაიუნი (სევილია), ეკტორ მორენო (სოსიედადი), დიეგო რეიესი (პორტუ), კარლოს სალსედო (აინტრახტი), ხესუს კორონა (პორტუ)

ნახევარმცველები:
მარკო ფაბიანი (აინტრახტი), ჯონათან დოს სანტოსი, ჯოვანი დოს სანტოსი (ორივე - ლოს ანჯელეს გელაქსი), ანდრეს გუარდადო (ბეტისი), ჰეკტორ ერერა (პორტუ), რაფაელ მარკესი (ატლასი)

თავდამსხმელები: ხავიერ აკინო (ტიგრესი), ხავიერ ერნანდესი (ვესტ ჰემი), რაულ ხიმენესი (ბენფიკა), ირვინგ ლოსანო (პსვ), ორიბე პერალტა (ამერიკა), კარლოს ველა (ლოს ანჯელესი)

Sportall.Ge

მექსისი ნაკრები მუნდიალზე გერმანიასთან, სამხრეთ კორეასა და შვედეთთან იქნება ჯგუფში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული