ფერნანდუ სანტუში: ჯერ კიდევ შორს ვართ იდეალისგან

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა უკეთესად უნდა ითამაშოს მუნდიალზე, მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგურ მატჩში ალჟირი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.

"ჯერ კიდევ შორს ვართ იდეალისგან. ტურნირის მიმდინარეობისას უნდა მოვუმატოთ. ზოგიერთი ასპექტი უნდა გავაუმჯობესოთ. არიან ფეხბურთელები, რომლებმაც პირველად ითამაშეს ერთად.

გვქონდა ბევრი კარგი მომენტი, მაგრამ არსებობს რაღაცები, რაც უნდა გავაუმჯობესოთ. პირველი 20-25 წუთი გუნდი კარგად გამოიყურებოდა, კომპაქტურად და ბურთს სწრაფად ათამაშებდა.

თუ მეტოქის თავდამსხმელებმა თავი ვერ გამოავლინეს, ეს, პირველ რიგში, ჩემი გუნდის დამსახურებაა. ამის
შემდეგ კი მოვდუნდით, თუმცა შემდეგ კვლავ ფორმაში მოვედით. გვქონდა მონაკვეთები, როცა უნდა გაგვეტანა და ეს შევძელით", - თქვა სანტუშმა Goal-თან საუბარში.

altპორტუგალიამ ალჟირი გაანადგურა, რონალდომ 74 წუთი ითამაშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული