ზინედინ ზიდანმა და მისმა თანანაკრებელებმა მუნდიალის მოგების 20 წლისთავი აღნიშნეს

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები "სენ დენის" სტადიონზე დაბრუნდნენ, სადაც 20 წლის წინ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრაზილია 3:0 დაამარცხეს. 2 გოლი ზიდანმა გაიტანა, 1 ემანუელ პეტიმ.

ღონისძიებაში მონაწილეობა ზინედინ ზიდანმა, რობერ პირესმა, კრისტიან კარამბემ, ფაბიენ ბარტეზმა, ლიონელ შარბონიემ, იური ჯორკაეფმა, ვინსენ კანდელამ, ალენ ბოგოსიანმა, ლორან ბლანმა და საბრი ლამუშიმ მიიღეს.

სეფე-სიტყვა ზიდანმა წარმოსთქვა, რომელიც იქამდე როლან გაროსის კორტებზე რაფაელ ნადალისა და დომინიკ ტიმის საჩოგბურთო მატჩს დაესწრო. მას ჟურნალისტებმა საშველი არ მისცეს და უთხრა, რომ ისვენებს და ჯერ არც ერთი გუნდის ჩაბარებას არ
აპირებს.
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული