კადიროვმა სალაჰი გააღვიძა და თავისი პიარისთვის სტადიონზე წაიყვანა

AutoSharing Option
გროზნოში მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებისთვის მოსამზადებლად ჩასულ ეგვიპტის ნაკრებთან სტადიონზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი მივიდა.

"ნიუ იორკ ტაიმსი" იუწყება, რომ ეგვიპტის ნაკრების ლიდერი მოჰამედ სალაჰი სასტუმროში დარჩა და დაიძინა, მას კი პიჟამაში "გამოწყობილი" კადიროვი დაადგა, გააღვიძა და თავისი ავტომობილით სტადიონზე წაიყვანა, სადაც მისი გუნდი ვარჯიშობდა.

ამან ადამიანის უფლებადამცველები აღაშფოთა, რომლებიც თვლიან, რომ სალაჰისთვის ტკბილი ძილის დაფრთხობა არ შეიძლებოდა და "ახმატ არენაზე" მოჰამედთან ერთად გამოჩენა კადიროვმა პიარისთვის გამოიყენა.

"კადიროვი თავისი იმიჯის ამაღლებას ეგვიპტის ნაკრების ხარჯზე ცდილობს. ეს 100%-ით მოსალოდნელი იყო. ის
იმ ადამიანების ყურადღებას იქცევს, რომელთაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია დაუნდობლად გაუსწორდეს.

რამზანი ცდილობს, რესპუბლიკაში ადამიანთა უფლებების დარღვევის გამოძიებას ხელი შეუშალოს", - განაცხადა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში Human Rights Watch-ის დირექტორის მოადგილემ, რეიჩელ დენბერმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბუუჰეჰეე
სალაჰი
11:13 13-06-2018
0
ბუუჰეჰეე
სალაჰი
10:12 13-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული