H ჯგუფი ასე გამოიყურება: პოლონეთი, სენეგალი, კოლუმბია და იაპონია
ამ ჯგუფში სურათი მეტად საინტერესოდ გამოიყურება, რადგან მას გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს და ნებისმიერ გუნდს შეუძლია ჯგუფიდან გასვლა.
ამ ჯგუფში ადგილების გადანაწილებაში დიდი როლი მიენიჭება ვარსკვლავების თამაშს. ყველა გუნდს ჰყავს რამდენიმე ტოპ-კლასის ფეხბურთელი, რომლის თამაში მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იქნება.
პოლონეთი და რობერტ ლევანდოვსკი ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. თუ "ბაიერნის" "გამანადგურებელი" თავის სტილში ითამაშებს, მათ ჯგუფიდან გასვლას წინ
"აფრიკული ნაღმი" - ასე უწოდებენ სენეგალის ნაკრებს, რომელშიც რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი და მათ შორის გამორჩეულია სადიო მანე, რომელიც "ლივერპულის" წარმატების ერთ-ერთი შემოქმედია.
კოლუმბიას კი ერთბაშად რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს, რომლებსაც ნამდვილად ძალუძთ ამ ჯგუფში წარმატების მიღწევა. ხამეს როდრიგესი, რადამელ ფალკაო, ხუან კუადრადო და ა.შ. - ესენი ის ბიჭები არიან, რომელთა შეჩერებაც არცთუ ისე მარტივი საქმეა.
შედარებით სუსტია იაპონია, თუმცა მათაც ჰყავთ ვარსკვლავები: შინჯი კაგავასა და შინჯი ოკაზაკის სახით. ერთი "დორტმუნდის" გამორჩეული ფეხბურთელია, მეორე კი - "ლესტერის".
შეხვედრები:
19 ივნისი, კოლუმბია - იაპონია, სარანსკი, მორდოვია არენა
19 ივნისი, პოლონეთი - სენეგალი, მოსკოვი, სპარტაკის სტადიონი
24 ივნისი, იაპონია - სენეგალი, ეკატერინბურგი, ცენტრალური სტადიონი
24 ივნისი, პოლონეთი - კოლუმბია, ყაზანი, ყაზანის არენა
28 ივნისი, იაპონია - პოლონეთი, ვოლგოგრადი, ვოლგოგრადის არენა
28 ივნისი, სენეგალი - კოლუმბია, სამარა, კოსმოს არენა
მუნდიალი. G ჯგუფი: ვინ იქნება პირველი - ინგლისი თუ ბელგია?
მუნდიალი. F ჯგუფი. აქ იტალია უნდა ყოფილიყო, თუმცა შვედეთია...
მუნდიალი. E ჯგუფი: ბრაზილია ჩემპიონობისთვის, დანარჩენები ჯგუფიდან გასასვლელად
მუნდიალი. D ჯგუფი: სიკვდილის ჯგუფი და მესის კიდევ ერთი გამოცდა
მუნდიალი. C ჯგუფი: საფრანგეთი გასაგებია, ვინ იქნება მეორე?
მუნდიალი. B ჯგუფი: როცა ესპანეთსა და პორტუგალიას მაროკო ემუქრება...
მუნდიალი. A ჯგუფი: რუსეთი ოცნებობს - "ოღონდ სალაჰი არა!"
პოლონეთი
მთავარი მწვრთნელი: ადამ ნავალკა
ფიფას რეიტინგი: მე-8 ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა: 7-ჯერ
საუკეთესო მაჩვენებელი: მესამე ადგილი 1974 და 1982 წლებში
ვარსკვლავი: რობერტ ლევანდოვსკი
გუნდის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე": 247 მილიონი
შემადგენლობა
მეკარეები: ლუკაშ ფაბიანსკი ("სუონსი", უელსი), ვოიცეხ შჩესნი ("იუვენტუსი", იტალია), ბარტოშ ბიალკოვსკი ("იფსვიჩი", ინგლისი).
მცველები: იან ბედნარეკი ("საუთჰემპტონი", ინგლისი), ბარტოშ ბერეშინსკი ("სამპდორია", იტალია), ტიაგო ციონეკი (სპალი, იტალია), კამილ გლიკი ("მონაკო", საფრანგეთი), არტურ ენჯეიჩეკი, მიხალ პაზდანი (ორივე "ლეგია"), ლუკაშ პიშჩეკი ("დორტმუნდი", გერმანია).
ნახევარმცველები: იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ("ვოლფსბურგი", გერმანია), იაცეკ გურალსკი ("ლუდოგორეცი", ბულგარეთი), კამილ გროსიცკი ("ჰალი", ინგლისი), რაფალ კუჟავა ("გურნიკი"), კაროლ ლინეტი ("სამპდორია", იტალია), სლავომირ პეშკო ("ლეხია"), გჟეგოჟ კრიხოვიაკი ("ვესტ ბრომვიჩი", ინგლისი), პიოტრ ზელინსკი ("ნაპოლი", იტალია).
თავდამსხმელები: დავიდ კოვნაცკი ("სამპდორია", იტალია), რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი", გერმანია), არკადიუშ მილიკი ("ნაპოლი", იტალია), ლუკაშ ტეოდორჩიკი ("ანდერლეხტი", ბელგია).
სენეგალი
მთავარი მწვრთნელი: ალიუ სისე
ფიფას რეიტინგი: 27-ე ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა: ერთხელ
საუკეთესო მაჩვენებელი: მეოთხედფინალი 2002 წელს
ვარსკვლავი: სადიო მანე
გუნდის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე": 267 მილიონი
შემადგენლობა
მეკარეები: ხადიმ ნ’დიაიე ("ჰოროია"), აბდულაე დიალო ("რენი", საფრანგეთი), ალფრედ გომისი (სპალი, იტალია)
მცველები: ლამინე გასამა ("ანტალიასფორი", თურქეთი), მუსა ვაგუე ("ეუპენი", ბელგია), სალიუ სისე ("ვალანსიენი", საფრანგეთი), იუსუფ საბალი ("ბორდო", საფრანგეთი), კალიდუ კულიბალი ("ნაპოლი", იტალია), სალიფ სანე ("ჰანოვერი", გერმანია), კარა მბოჯი ("ანდერლეხტი", ბელგია)
ნახევარმცველები: ჩეიკ კუიატე ("ვესტ ჰემი", ინგლისი), იდრისა განა გუეიე ("ევერტონი", ინგლისი), ალფრედ ნ’დიაიე ("ვულვზი", ინგლისი), დაბუ ნ’დიაიე ("სტოკ სიტი", ინგლისი), ჩეიკ ნ’დოიე ("ბირმინგემ სიტი", ინგლისი)
თავდამსხმელები: მუსა სო ("ბურსასფორი", თურქეთი), მუსა კონატე ("ამიენი", საფრანგეთი), დიაფრა სახო ("რენი", საფრანგეთი), სადიო მანე ("ლივერპული", ინგლისი), ისმაილა სარი ("რენი", საფრანგეთი), მამე ბირამ დიუფი ("სტოკ სიტი", ინგლისი), მბაიე ნიანგი ("ტორინო", იტალია), კეიტა ბალდე ("მონაკო", საფრანგეთი)
კოლუმბია
მთავარი მწვრთნელი: ხოსე პეკერმანი
ფიფას რეიტინგი: მე-16 ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა: 5-ჯერ
საუკეთესო მაჩვენებელი: მეოთხედფინალი 2014 წელს
ვარსკვლავი: ხამეს როდრიგესი
გუნდის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე": 226 მილიონი
შემადგენლობა
მეკარეები: ხოსე კუადრადო ("ონს კალდასი"), დავიდ ოსპინა ("არსენალი", ინგლისი), კამილო ვარგასი ("დეპორტივო კალი").
მცველები: სანტიაგო არიასი (პსვ, ჰოლანდია), ფრანკ ფაბრა ("ბოკა ხუნიორსი", არგენტინა), იერი მინა ("ბარსელონა", ესპანეთი), ხოან მოხიკა ("ჟირონა", ესპანეთი), ოსკარ მურილიო ("პაჩუკა", მექსიკა), დევინსონ სანჩესი ("ტოტენჰემი", ინგლისი), კრისტიან საპატა ("მილანი", იტალია).
ნახევარმცველები: აბელ აგილარი ("დეპორტივო კალი"), ვილმარ ბარიოსი ("ბოკა ხუნიორსი", არგენტინა), ხუან კუადრადო ("იუვენტუსი", იტალია), ჯეფერსონ ლერმა ("ლევანტე", ესპანეთი), ხუან კინტერო ("რივერ პლეიტი", არგენტინა), ხამეს როდრიგესი ("ბაიერნი", გერმანია), კარლოს სანჩესი ("ესპანიოლი", ესპანეთი), მათეუს ურიბე ("ამერიკა", მექსიკა).
თავდამსხმელები: კარლოს ბაკა ("ვილიარეალი", ესპანეთი), მიგელ ბორხა ("პალმეირასი", ბრაზილია), რადამელ ფალკაო ("მონაკო", საფრანგეთი), ხოსე ისკიერდო ("ბრაიტონი", ინგლისი), ლუის მურიელი ("სევილია", ესპანეთი).
იაპონია
მთავარი მწვრთნელი: აკირა ნიშინო
ფიფას რეიტინგი: 61-ე ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა: ხუთჯერ
საუკეთესო მაჩვენებელი: მერვედფინალი 2002 და 2010 წლებში
ვარსკვლავი: შინჯი კაგავა
გუნდის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე": 66 მილიონი
შემადგენლობა:
მეკარეები: ეიძი კავასიმა ("მეცი", საფრანგეთი). მასაკი ჰიგასიგუჩი ("გამბა ოსაკა"), კოსუკე ნაკამურა ("კასივა").
მცველები: იუტო ნაგამოტო ("გალათასარაი", თურქეთი), გოტოკუ საკაი ("ჰამბურგი", გერმანია), ტომოიაკი მაკინო, ვიტარუ ენდო (ორივე "ურავა"), მაია იოშიდა ("საუთჰემპტონი", ინგლისი), ხიროკი საკაი ("მარსელი", საფრანგეთი), ნაომიში უედა, გენ სეძი (ორივე "კასიმა").
ნახევარმცველები: მაკოტო ჰასებე ("აინტრახტი", გერმანია), შინჯი კაგავა ("დორტმუნდი", გერმანია), გაკუ სიბასაკი ("ხეტაფე", ესპანეთი), რიოტა ოსიმა ("კავასაკი"), ჰოტარუ იამაგუჩი ("სერეზო ოსაკა"), კეისუკე ჰონდა ("პაჩეკო", მექსიკა), გენკი ჰარაგუჩი, ტაკასი უსამი (ორივე "დიუსელდორფი", გერმანია), ტაკაში ინუი ("ეიბარი", ესპანეთი).
თავდამსხმელები: შინჯი ოკაზაკი ("ლესტერი", ინგლისი), იუია ოსაკო ("ვერდერი", გერმანია), იოსინორი მუტო ("მაინცი", გერმანია).