ფინალი
საფრანგეთი
4
2
ხორვატია
მესამე ადგილისთვის
ბელგია
2
:
0
ინგლისი
more

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მუნდიალის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გაათავისუფლეს

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კრასნოდარში გამართულ პრესკონფერენციაზე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა ამცნო.

მან განაცხადა, რომ ფეხბურთელებს უკვე ესაუბრა და ისინი მზად არიან, ახალ მწვრთნელთან ერთად წარმატებისთვის ყველაფერი გაიღონ.

რუბიალესი გუშინდელმა ფაქტმა გააბრაზა, როდესაც ლოპეტეგი "რეალის" მწვრთნელად ოფიციალურად მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გამოცხადდა და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.

"ვალდებულები ვიყავით, მთავარი მწვრთნელი გაგვეთავისუფლებინა. მას ყველაფერ კარგს ვუსურვებთ მომავალში. ესპანეთის ნაკრების ყველა თანამშრომელმა ზუსტად და
მკაფიოდ უნდა იცოდეს, რომ არსებობს მოქცევის მიღებული ზოგადი ფორმები.

პრობლემა ისაა, რომ "რეალთან" ყველა მოლაპარაკება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გავლით ხდებოდა. ამას უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ.

ლოპეტეგი პროფესიონალი სპეციალისტია, მაგრამ საქმეები წესების მიხედვით უნდა აწარმოო", - აღნიშნა რუბიალესმა.

ვინ იქნება ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მუნდიალზე, ჯერჯერობით უცნობია.

"ფურია როხა" მუნდიალს 15 ივნისს, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.

altხულენ ლოპეტეგი "რეალის" მწვრთნელად დაინიშნა

მკითხველის კომენტარები / 3 /
გეთანხმები, ესპანელებისგან ნამდვილად შეიძლება კანონის პატივისცემა ვისწავლოთ... და არა მხოლოდ სპორტში - ახლახანს სამეფო ოჯახის სიძე მიაბრძანეს ვირის აბანოში გადასახადების დამალვისთვის...
მსქროლავი ტროლი
16:32 13-06-2018
0
ეეე აწი ესენი რაიმეს მომგებები არც არიან,
იმერელი
15:48 13-06-2018
8

სიახლეები პოპულარული