"რეალმა" ესპანეთის ნაკრებს მწვრთნელი მოპარა - ხავი ფერნანდო იეროს დანიშვნას მიესალმება

AutoSharing Option
ესპანურ და საერთოდ, მსოფლიოს პრესაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ფურია როხას მწვრთნელის ხულენ ლოპეტეგის გადაყენებამ და მის ნაცვლად ფერნანდო იეროს დანიშვნამ.

ბევრი სამართლიანად თვლის, რომ ზედ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების წინ ეს მიუღებელი იყო და ბლანკოსმა პირადი ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე უფრო მაღლა დააყენა.

ამასთან დაკავშირებით მოსაზრება ესპანეთის ეროვნული გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა ხავიმ გამოთქვა.

"მე ის ადამიანი არა ვარ, რომელიც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას განხილვის თემად აქცევს. თუმცა, ვთვლი, რომ პრეზიდენტი რუბიალესი სწორად მოიქცა: ნაკრების ინტერესები ყველასთვის უპირველესი უნდა იყოს. ალბათ, მწვრთნელის შეცვლის
დრო მთლად დროული არ იყო, მაგრამ ამ სიტუაციამ გუნდი უნდა შეკრას", - განუცხადა ხავიმ AS-ს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული