ოლივერ კანი: ტერ შტეგენი ახლა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილმა გოლკიპერმა ოლივერ კანმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელმა მეკარემ უნდა დაიცვას ეროვნული გუნდის ღირსება მსოფლიოს ჩემპიონატზე.

"მე რომ ბუნდესგუნდის მწვრთნელი ვიყო, ტერ შტეგენს ვათამაშებდი, რადგან ის საუკეთესო ფორმაშია. ამჟამად მარკ-ანდრე მსოფლიოში ნომერი პირველი კიპერია", - განუცხადა კანმა Elperiodico-ს.

თუმცა, როგორც ჩანს, ნაკრების მწვრთნელი იოახიმ ლიოვი არჩევანს მანუელ ნოიერის სასარგებლოდ გააკეთებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული