მოჰამედ სალაჰი ურუგვაის ნაკრებთან ითამაშებს

AutoSharing Option
ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი ურუგვაისთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ითამაშებს.

ეგვიპტელთა მთავარმა მწვრთნელმა ეკტორ კუპერმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 25 წლის შემტევმა ტრავმა მოირჩინა და პრაქტიკულად, 100 პროცენტით მზადაა.

შეგახსენებთ, რომ სალაჰის მონაწილეობა საეჭვო იყო, რადგან 26 მაისს მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტრავმა იყო და ვარაუდობდნენ, რომ ის მუნდიალისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებდა.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული