"რაც გვაქვს, ეს გვაქვს და ყველაფერ შესაძლებელს ვაკეთებთ. გვყავს თავდამსხმელები და გვაქვს მომენტები. მართალია, დავმარცხდით, მაგრამ შეგვეძლო უკეთესი შედეგისთვის მიგვეღწია. 100%-ით დავიხარჯეთ.
არა მგონია, რამადანი ფეხბურთელებს თამაშში ხელს უშლიდეს. ისინი ამას მიჩვეულები არიან. კონტრშეტევაზე თამაშს ვეცადეთ, კარგი მატჩი იყო.
რაც შეეხება სალაჰს, ტრავმის რეციდივის საშიშროება არსებობს, თუმცა რუსეთთან შეხვედრისთვის მზად იქნება. რისკი რა თქმა უნდა, არსებობს. ხვალ გროზნოში დავბრუნდებით და შემდეგი მატჩისთვის მზადებას შევუდგებით".